in

საინტერესო პოდკასტი | რამდენად კარგად იცნობთ შფოთვას?

შფოთვა, ცნობილი როგორც Anxiety, დღესდღეობით უამრავი ადამიანის თანმდევი მეგობარია. ამას ადასტურებს WHO-ს მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, შფოთვითი აშლილობა გლობალურად 264 მილიონ ადამიანს აქვს. ამდენი წლის გასვლის, თანაც კორონავირუსის პანდემიის გადალახვის შემდეგ კი, დღეისათვის ეს ციფრები გაცილებით მეტი უნდა იყოს.

შფოთვაზე რომ ვისაუბროთ, ის სრულიად ნორმალური შეგრძნებაა, სასარგებლოც კი გარკვეული დოზით, რადგან სწორედ ის გვიცავს მოსალოდნელი, ოღონდ რაციონალური საფრთხისგან.

ხოლო თუ ეს შფოთვა არის განგრძობითი, ქრონიკული და ინტენსიური, მას თან ახლავს უცნაური შეგრძნებები, რომლებიც სრულიად მოულოდნელად გვეწვევა და ვერც კი ვიგებთ, რატომ ან საიდან გაჩნდა ისინი. ზოგჯერ ამ ყველაფერს „ტრიუმფალური ფინიშით“ — პანიკური შეტევით სრულდება. ანუ, გვაქვს პრობლემა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

საინტერესო პოდკასტის სტუმარია ადამიანი, რომელიც შფოთვითი აშლილობის დაშოშმინებაში ეხმარება ადამიანებს, კამარას ფსიქოლოგი — ნინუცა კომახიძე.

 

Nasa მთვარეზე ჟანგბადის მილის გაყვანას გეგმავს

Polaroid-მა დევიდ ბოუის შთაგონებით ახალი ფირები შექმნა