18
Oct
2019

Samsung: Galaxy S10-ზე ბლოკს ყველა თითის ანაბეჭდი ხსნის 

18 Oct 2019

Samsung-მა აღიარა, რომ Galaxy S10-ის ნებისმიერი თითის ანაბეჭდი გახსნის, ანუ ტელეფონზე ბლოკს ნებისმიერი მოხსნის. თუმცა, კომპანია, მომხმარებლებს, ამ პროებლემის გადაჭრას უახლოეს მომავალში დაპირდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბრიტანეთში, ქმარმა ცოლის თითის ანაბეჭდით დაბლოკილი ტელეფონი თვითონ გახსნა. არა და, „სმარტფონი“ თხელ, მაგრამ მაინც დამცავ შლეიფში იდო.

არა და, 2019 წლის მარტში, Galaxy S10 რომ გამოვიდა, Samsung-მა ახალ გაჯეტს „რევოლუციური“ უწოდა.  ნებისმიერი თითის ანაბეჭდი გახსნის, ანუ ტელეფონზე ბლოკს ყველა მოხსნის.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ „სმარტფონის“ სკანერი ულტრაბგერების საშუალებით აღიქვამს ნებისმიერი თითის ბალიშს და ხნის ტელეფონს, იმის მაგივრად, რომ მხოლოდ მფლობელის ცერა თითის ანაბეჭდით მოხსნას ბლოკი.

Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, „თითის ანაბეჭდის აღქმის მულტიფუნქციურობის პრობლემას მალე მათი პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი, უახლოეს მომავალში, გადაჭრის“.

 

განხილვა