in ,

რა არ უნდა უთხრათ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელს! – ემოციური ვიდეორგოლი

BOG
BOG

არცერთმა მშობელმა არ იცის წინასწარ, რა ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დადგება, როდესაც ნანატრი პატარა გაჩნდება. თუმცა, სამწუხაროდ ბევრს საზოგადოება პირველი წუთებიდანვე უარყოფითისკენ განაწყობს, მსგავსი შემთხვევები უმეტესად მათ ეხებათ, ვინც დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები ხდებიან. ორგანიზაცია Canadian Down Syndrome Society-მა ამ სინდრომის მქონე ბავშვების პირით, ყველა იმ სიტყვის თუ წინადადების ვარიანტი წარმოგვიდგინა, რაც შეიძლება მშობლებს მილოცვის სახით უთხრათ, არ აქვს მნიშვნელობა ზრდილობიანია ის თუ არა. თუმცა, არსებობს ერთი სიტყვა, რაც არავითარ შემთხვევაში უნდა წარმოთქვათ და ეს არის “ვწუხვარ”. სააგენტო FCB Canada-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი ძალიან ემოციური, ამასთან სახალისოც არის, რაც მთავარია, ის არაჩვეულებრივად გადმოსცემს ორგანიზაციის გზავნილს.

BOG
BOG

 

ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ცხოველი – ავსტრალიელი ხელოვანის ნამუშევრები

ქართველმა სტუდენტმა სადაზვერვო ჯავშანმანქანა DUST-ის დიზაინი შექმნა!