21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ორგანიზაცია Canadian Down Syndrome Society-ს საზოგადოებისთვის მორიგი ემოციური სარეკლამო ვიდეორგოლი აქვს. სააგენტო FCB-ს დახმარებით, მომზადებულ კამპანიაში, ამ სინდრომის მქონე ახალგაზრდები, ამჯერად, იმას გვიხსნიან, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო სიტყვა ბოდიში და როდის არის ის სრულიად უადგილო.












