“ნებისმიერი რამ, რასაც ეხები, შენ წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული” – ეს ფრაზა, ალბათ, გეცნობათ. კინომოყვარულები მსგავსს ხშირად ვისმენთ საყვარელი ფილმებიდან: “ყოველი თქვენი სიტყვა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული სასამართლოზე”. გაერომ პრინტ კამპანია წამოიწყო, რომლის საშუალებითაც ხელების დაბანისკენ მოგვიწოდებს. მოგეხსენებათ, კორონავირუსი ნივთებზე შეხებითაც ვრცელდება, ხელების ხშირი დაბანა კი, მისი თავიდან არიდების ერთ-ერთი გზაა. კამპანიაზე სააგენტო Independent Ones-მა იმუშავა.