in

Extra.ge-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

Digital Area-ს ეკოსისტემაში შემავალ ელ.კომერციის პლატფორმა extra.ge-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს – ამ პოზიციაზე, ახლახან, ანზორ მანწკავა დაინიშნა. მას მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვს ფინანსურ, ელ.კომერციის, საკონსულტაციო და HORECA სექტორში არსებულ კომპანიებში, საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ.

„extra.ge აერთიანებს 500-ზე მეტ მაღაზიას ერთ სივრცეში, სადაც 100 000-მდე სხვადასხვა ტიპის პროდუქტია წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ, შეიძინოთ ყველაფერი – ჭკვიანი ნათურიდან დაწყებული, მანქანით დამთავრებულით – თქვენი მობილური ტელეფონის ან პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით. extra.ge-ს გუნდი კი, ნებისმიერ შენაძენს, საქართველოს მასშტაბით, მოგაწვდით ადგილზე.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გუნდს შემოვუერთდი. ეს არის იმ მომავლის საქმე, რომელიც უკვე დადგა. ჩვენ მიზნად დავისახეთ „ონლაინ“ კომერციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, საქართველოში და მჯერა, რომ ამას ძალიან მალე შევძლებთ. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, მომხმარებელს მოვუხსნათ „ონლაინ“ ვაჭრობასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და მოვუგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც აქამდე, ამ პროცესს ახლდა თან”, – ამბობს ანზორ მანწკავა. 

ანზორ მანწკავა 2006-2018 წლებში მუშაობდა თიბისი ჯგუფში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის, იყო საგადახდო მომსახურების კომპანია „თიბისი ფეის“ გენერალური დირექტორი. 2016 წელს მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA), მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში – Warwick Business School. არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში.

 

[R]

Window Solar Charger-ის მეშვეობით, მზის ენერგიით მოწყობილობების დამუხტვას ადვილად შეძლებთ

როგორ ვუყუროთ 10 ივნისის მზის დაბნელებას პირდაპირ ეთერში?