in ,

აპარატი Farnham-ისგან, რომელიც უფასოდ ჩამოგისხამთ ლუდს

წელს ლუდის მწარმოებელმა კომპანია Farnham–მა ლუდის  ფესტივალის მონაწილეებს ორიგინალურად შესთავაზა თავისი პროდუქტი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: “ჩაყვირე და იბატონე”. კომპანიამ სპეციალური აპარატი დაამონტაჟა, რომელიც ყვირილის ფასად ლუდს იძლევა. რაც უფრო ძლიერია ყვირილის ხმა, მით უფრო  მაღალგრადუსიან ლუდს მიიღებთ.

Farnham–ს უარყოფითი ენერგიისა და აგრესიის გამოთავისუფლების არაჩვეულებრივ მეთოდთან ერთად, მშვენიერი მარკეტინგული სვლა გამოუვიდა. ლუდის მოყვარულებს ოთხი განსხვავებული გემო ელოდებოდათ და ისინიც დიდი მონდომებით უზიარებდნენ Farnham–ის აპარატს საკუთარი ხმის ენერგიას.

ეს გამოგონება საქართველოშიც პოპულარული იქნებოდა,  მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ კანადელ ლუდის მოყვარულებს აყვირებენ.

 

„ლადო გუდიაშვილი 120“

დიაბეტის დროული დიაგნოსტირების მიზნით დიდ ბრიტანეთში სოციალური კამპანია განხორციელდა