1
Nov
2018

აპარტოტელი გუდაურში – „საქართველოს ბანკისა“ და „რედ-კოს“ შეთავაზება

1 Nov 2018

საქართველოს ბანკი“, დეველოპერულ კომპანია „რედ-კოსთან“ ერთად საკუთარ მომხმარებელს გუდაურში ბინის შეძენას, 9%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. შეთავაზება ძალაშია 15 ნოემბრამდე. „რედ-კოს“ განცხადებით, კურორტზე უძრავი ქონების ფლობის მიღმა, ეს არის შესაძლებლობა, მომხმარებელმა, ჩარევის გარეშე მიიღოს შემოსავალი და დაიბრუნოს ბინაში გადახდილი თანხა 5-6 წელიწადში. ამისათვის, დეველოპერულ კომპანიის აპარტოტელის სისტემას იყენებს.

 

ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითიდღე იზრდება  და შესაბამისად მატულობს ტურისტების ნაკადი სამთხო სათხილამურო კურორტზე, რაც ნათლად ჩანს კურორტი გუდაურის განვითარების პროცესებში. 2023 წელს, საქართველო თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ცხადს ხდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, უძრავი ქონების ფლობის მნიშვნელობას. აპარტოტელის სისტემის თავისებურებებისა თუ პროექტთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ, „რედ-კოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელსკატია აბსანძეს ვესაუბრეთ:

M: რას მოიცავს აპარტოტელის სისტემა?
უძრავი ქონების შეძენა ერთერთი ღირებული ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ადამიანს შეუძლია. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება ბინების ფასიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ადგილებში ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეველოპერებმა შექმნეს უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი – აპარტოტელი, რომელიც ორი კონცეფციისსაცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში აპარტოტელების სისტემა ძალიან გავრცელებულია, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვლიდერობთ ამ სფეროში.

M: რა გამოცდილება არსებობს აპარტოტელებს კუთხით საქართველოში?
აპარტოტელების სისტემა, ბოლო წლებში, საქართველოშიც, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, აქტიურად ვითარდება. აპარტოტელების პოპულარიზაცია, პირველ რიგში, თავად კურორტების განვითარებამ გამოიწვია. გუდაურისა და ბათუმის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურისტების ყოველწლიურ ზრდასთან ერთად, დაიწყო ამ სისტემის განვითარებაც. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი კანადური კომპანიაეკოსაინისმიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება.  „ეკოსაინიმსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომლის სპეციალიზაცია კურორტების განვითარებაა.

M: რა უპირატესობები აქვს Red-Co-ს აპარტოტელებში ბინის შეძენას და როგორ ზრუნავს კომპანია მომხმარებელთათვის ინვესტიციის დაბრუნებისთვის?
ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში Red-Co მფლობელებს სთავაზობს: კლიენტების მოძიებას, ჯავშნების ადმინისტრირებას, სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას, აპარტამენტების დასუფთავებას,, ინვენტარის მოვლასა და დაზიანების შემთხვევაში, განახლებას. სისტემა ძალიან მოქნილია, რადგან ჩვენი კლიენტების უმეტესობა თბილისში საქმიანობს, ან უცხოელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. მათ პრაქტიკულად არაფერზე უწევთ ზრუნვა, მიღებული შემოსავალი კი ბევრად აღემატება შესაძლო შემოსავალს საბანკო დეპოზიტიდან.

M: დაახლოებით, რა ფასებშია შესაძლებელია ახალ გუდაურში, „რედკოს“ მიერ აშენებულ აპარტოტელში აპარტამენტის შეძენა?
ეს დეტალი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სხვადასხა მონაცემზე, საშუალოდ 25  000 დოლარიდან იწყება აპარტამენტის ფასი.                                       

M: როგორია „რედკოს“ როლი გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების საკითხში?
რედკომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გუდაურის განვითარების პროცესში. აღსანიშნავია ძალიან საინტერესო ფაქტი  – სამთოსათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30- წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე, აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი ეკავა. გენერალური გეგმის კიხედვით, რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს რაც მოიცავს აპარტოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს. ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებთან და მსოფლიო დონის საპროექტო ფირმებთან, მათ შორის Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. კომპანიის ბიზნესპორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს, გუდაურის შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა: კურორტი ახალი გუდაური – 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი.

M: სამომავლოდ, რა აქციებსა თუ სიახლეებს შემოგვთავაზებს „რედ-კო“?               
წინ ცხელი სეზონი გვაქვს და ჩვენ ჩვენს დამსვენებელს ვთავაზობთ სხვადასხვა სიახლეებს ასევე იგეგმება ბევრი ღონისძიება დამსვენებლისთვის რომელსაც მალე დავანონსებთ.

[R]

განხილვა