ავსტრალიური სპირტიანი სასმელების ბრენდი ბანანისა და ციტრუსის ნარჩენებს პრემიუმ სპირტად აქცევს და მას ბოთლებში არყისა და ჯინის სახით ასხამს. ალექსანდერ ბელის მიერ შემუშავებული რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენებით, პროდუქტმა საოცარი ნაბიჯები გადადგა მდგრადი სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში და მეტად თამამ განცხადებებს აკეთებს…
ბრენდის მისია Create a World Worth Inheriting გახლავთ, ამიტომაც მდგრადობა A’Peel-ის ბრენდის ყველა ელემენტშია ჩაქსოვილი. ბრენდინგი კი Studio Guild-ს მიანდვეს, რომელიც ერთი რწმენით ხელმძღვანელობდა პროცესში, რომ ძლიერი სთორითელინგი მომხმარებელთა კავშირს უზრუნველყოფს და ქმნის იდენტობას ე. წ. გმირული ინგრედიენტის ხილის კანების ნარჩენების ირგვლივ. ამიტომაც სახელად A’Peel შემოგვთავაზეს, როგორც ჭკვიანური მინიშნება პროდუქტის წყაროსა და მათ მიერ შეთავაზებული სიახლის მიმართ.
ვიზუალური იდენტობაც ამ ნარატივს ასახავს ხელნაკეთი, ქერქის მსგავსი შრიფტით, და ორგანული ფორმის ეტიკეტით, რომელიც ნარჩენის იმიტაციას გვთავაზობს. აქვე გვხვდება ნოსტალგიური ხილის სტიკერი, რაც უკვე ბოთლს ხიბლსა და ხასიათს სძენს. აღსანიშნავია, რომ ბოთლზე ციტრუსის ქერქის მსგავსი ამოტვიფრული ორმოები გვხვდება, რაც ტაქტილურ გამოცდილებას აუმჯობესებს.
მეტიც, ბოთლები 100%-ით ნარჩენებისგანაა დამზადებული და თითოეულს არასრულყოფილი დეტალიც ახლავს — ასე მიგვანიშნებენ, რომ გადამუშავებული მასალების მშვენიერება დამატებითი ნარჩენების თავიდან არიდებაშია.
მოკლედ, ეს ბრენდი იმისთვისაა შექმნილი, რომ თავად წარუძღვეს კატეგორიას და არა, პირიქით. დანარჩენი თავად შეაფასეთ:
















