in

aPeople Cannes Lions Georgia-ს მხარდამჭერია

aPeople-ს ახალმა ოფისმა Cannes Lions Georgia-ს გახსნით საღამოს უმასპინძლა. ორგანიზატორებმა კონკურსის მონაწილეებს ოთხივე კატეგორიის პირობები გააცნეს და ფესტივალის შესახებ ისაუბრეს.

“კრეატიული ინდუსტრიისთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ეს ფესტივალი. ბევრის ცხოვრება შეცვალა, თავისი თავი აღმოაჩენინა, ახალი მასშტაბები დაანახა, მოტივაცია გაუჩინა. 2-წლიანი ონლაინ სივრცეში ყოფნის შემდეგ კანი დაბრუნდა ფიზიკურად. ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა apeople-ს ოფისში მასპინძლობის საშუალება. მოუთმენლად ველოდებით ნამუშევრებს და შედეგებს, რომ შემდეგ დიდ კანში გავემგზავროთ ახლა უკვე საერთაშორისო ასპარეზზე“– განაცხადა  aPeople-ს ბრენდის ხელმძღვანელმა და Digital  კატეგორიის ჟიურის წევრმა ქეთო ბარაბაძემ.

Cannes Lions – სარეკლამო ინდუსტრიაში კანის ლომები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება, რომელიც საუკეთესო შემოქმედებით ნამუშევრებს გამოავლენს. უკვე შვიდი წელია, რაც საქართველოში კანის ლომების ადგილობრივი ფესტივალი იმართება, სადაც ახალგაზრდა კრეატორები საკუთარ ძალებს ცდიან. გამარჯვებულები კი, საფრანგეთის ქალაქ კანში მიემგზავრებიან, რათა საქართველოს სახელით იასპარეზონ. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობისთვის 135 გუნდი დარეგისტრირდა ოთხ კატეგორიაში: Digital, Print, Film და Marketers.

ციფრული ნარჩენები ჩვეულებრივ უნდა გადაყაროთ

შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც VR-ში კოცნის სიმულაციას იწვევს