in

ტრადიცულად, aPeople „კანის ლომების“ ახალგაზრდული შემოქმედებითი კონკურსის მხარდამჭერია

როგორც იცით, კანის ახალგაზრდული შემოქმედებითი კონკურსის შორთლისტები უკვე გამოქვეყნდა, ხოლო გამარჯვებულები უკვე ძალიან მალე, 4 აპრილს გამოვლინდებიან.

ყოველწლიური ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია aPeople, რომელიც წელს სიახლითაა წარმოდგენილი:

aPeople – კანის ახალგაზრდული შემოქმედებითი კონკურსის მხარდამჭერია, რაც ჩვენი ბრენდისა და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გასულ წელსაც პიარისა და ფილმის კატეგორიებში ვიყავით პარტნიორები და სწორედ ჩვენს კატეგორიებში გავედით კანის საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის შორთლისტებში – ფილმსა და პიარში. წელსაც ამ ორ კატეგორიას ვუჭერთ მხარს, ოღონდ წელს სიახლე გვაქვს და რადგან ორი ბრენდით: aPeople და adjarabetarena-თი ვართ წაროდგენილები:

apeople-სთვის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საერთაშორისო ბრენდი ვართ, გუნდში თავად ვართ დაკავშირებული კრეატიულ სამყაროსთან, გვჯერა მისი მუდმივად ახალი შესაძლებლობების და ტენდენციებს ვადევნებთ თვალყურს. apeople-ის გუნდში გვყავს დიზაინერები, არტდირექტორები, კრეატიული დირექტორები, ქოფირაითერები, ამიტომ დიდი მოტივაციაა ჩვენთვის ამ ფესტივალზე მონაწილეობა.

ჩვენთვის კანის ლომები არა მხოლოდ ფესტივალია, არამედ ჩვენი ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა. ფესტივალი იძლევა შესაძლებლობას, რომ ახალ თაობას გავუხსნათ გზა დიდ ასპარეზზე, ვაფიქროთ საერთაშორისო მასშტაბით და მივცეთ ახალ შესაძლებლობებთან წვდომა“.

[პარტნიორის კონტენტი]

შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად

Max-ის ახალი ლოგო HBO-ს დაემსგავსა