in

ნახეთ, როგორ შეიქმნა aPeople-ის ვიზუალური იდენტობა

აჭარაბეთის გუნდმა, შიდა ბრენდის, aPeople-ისთვის ვიზუალური იდენტობა შექმნა. ესაა სიმბოლიკა, რომელიც კომპანიაში მომუშავე გუნდისთვის შეიქმნა და ვიზუალის ერთი იდეის გარშემო გაერთიანება ვიზუალურად გამოხატა. როგორც aPeople-ის გრაფიკოსი დიზაინერი თაკო კოსტავა გვიყვება, ბრენდინგი ვიზუალური ელემენტებით ასახავს იმ ღირებულებებს, რაც გუნდის მუშაობას ახასიათებს. ფერთა მრავალფეროვნებაში ჩასმულ სიმბოლიკაში ამოიცნობთ თვალებში აციმციმებულ ვარსკვლავებს, ცნობისმოყვარეობას, გუნდურ მუშაობას, განსხვავებულობასა და ერთიანობას.

„აჭარაბეთში მუშაობის პერიოდში ყველა თანამშრომელს საკუთარი თავგადასავალი აქვს. იქიდან გამომდინარე რომ კომპანია საკმაოდ დიდია, დიდი შანსია რომ ყველა თანამშრომელი ვერც კი გაიცნო, ამიტომ გვჭირდებოდა რაღაც, რაც ამდენ განსხვავებულ ადამიანს გაგვაერთიანებდა და საერთო ღირებულებებზე შეგვათანხმებდა“, – გვიამბო თაკო კოსტავამ.

M: რა მიზნით შეიქმნა ვიზუალური იდენტობა და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების ვიზუალურად გამოხატვა?

თითქმის სამი წლის წინ, მუშაობის პირველი დღიდან ჩამბარდა ახლად შექმნილი აჭარაბეთის შიდა ბრენდი – aPeople. პანდემიის პერიოდში ბევრი საინტერესო პროექტი და ინიციატივა დაპაუზდა, ამიტომ ნელ-ნელა დავიწყე aPeople-ის გაცნობა და უკვე არსებული, სოლიდური ლოგო ბრენდინგით ვხელმძღვანელობდი.

HR team აღვიქვი ჩემს უშუალო „კლიენტად“ და მათ მომცეს ექსპერიმენტის საშუალება და თავისუფლება რომ მეკეთებინა ის რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, ამიტომ დავიწყე ილუსტრაციების ხატვა, რამაც ძალიან გაამართლა. თურმე ყველას მოწონდა ის ილუსტრაციები რაც ზოგჯერ მეილზე მისდიოდათ, ზოგჯერ კი კედელზე ხვდებოდათ გაკრული. გამოვარჩევდი Team Bulding პოსტერს, ალბათ აქედან დაიწყო ბრენდის განვითარების პირველი ეტაპი და ვიზუალური იდენტობის ტრანსფორმაცია.

M: როგორია ვიზუალური იდენტობის კონცეფცია?

შარშან ზაფხულს არტ დირექტორთან ერთად დავსახე სტრატეგია თუ როგორ ვაპირებდით წარმატებული ექსპერიმენტების შეფუთვას და ამ ბრენდის კიდევ უფრო მეტად გამოჩენას, თან ახლა უკვე არა მხოლოდ კომპანიის შიდა პროექტების სახით, არამედ ისეთ დიდ ფესტივალებთან თანამშრობლობით როგორებიცაა AD BLACK SEA და Young Cannes Lions. ვფიქრობ, aPeople-ის case ვერ იქნებოდა წარმატებული რომ არა დიზაინ გუნდი ვისთან ერთადაც ვმუშაობ. მათი ყველა უკუკავშირი და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და დავრწმუნდი, რომ ერთად გაცილებით უკეთესი რაღაცები იქმნება.

M: როგორია ვიზუალური იდენტობის სიმბოლური დატვირთვა?

რადგან ღირებულებები ვახსენე, რამდენიმე უნდა გამოვარჩიო რაც brand pattern-ის შექმნისას სიმბოლოებად გამოვიყენე: UP – კარიერული თუ პიროვნული წინსვლა და განვითარება, Amigoness – მეგობრობა და თანადგომა და Fair Play – თანაბარი უფლებები კორპორატიულ გარემოში. ასე გამოიკვეთა სიმბოლოები: ვარსკვლავები, მეილები, ცნობისმოყვარე თვალები, მთვარეები და ღრუბლები საღამოს აღსანიშნავი ივენთებისთვის.

საბოლოო ჯამში ყველას გვიხარია რომ ბრენდი ასეთი ფერადი და მრავალფეროვანია რაც მას ძალიან მოქნილს ხდის. ვფიქრობ ყველა დიზაინერს თავისი superpower აქვს, ჩემ შემთხვევაში, ეს ყოველთვის ფერებია. ხშირად ვამბობ რომ aPeople-ის ბრენდინგი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან მომეცა საშუალება საკუთარი ხედვები თავისუფლად გამომეხატა და მიხარია რომ ამხელა კორპორაცია ღიად წამოყვა ჩემს იდეებს.

Credits:

Brand & Creative Direction – Keto Barabadze, Ruska Tamazashvili, Nino Maisuradze, Sandro Gabisonia, Toki Khotivari
Art Direction & Design – Tako Kostava, Anna Gugugtishvili, Mariam Giguashvili, Nick Osipov, Anri Jokhadze
Motion Design – Mirian Kokiashvili
Social Media Content Creators – Anna Makhatadze, Anna Chichinadze
Photo – Tako Kostava


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შეუფასებელი ზაფხული Mastercard-ისგან, Iveria Beach-ზე

Apple საკუთარ AI ჩეტბოტზე მუშაობს