კანის ლომების საერთაშორისო კრეატიული ფესტივალი უკვე 70 წელს მოითვლის. ესაა წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიო მარკეტერებისა და კრეატორებისთვის. ყოველწლიურად, ფესტივალი საუკეთესო სარეკლამო ნამუშევრებს გამოავლენს და ახლებურ ხედვას უზიარებს მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიოდან. ამ საერთაშორისო დღესასწაულს, 2015 წლიდან, საქართველოც შეუერთდა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა კრეატორის ყურადღებას იპყრობს. წელს, კანის ახალგაზრდულ ადგილობრივ კონკურსზე მონაწილეთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. წელს, ადგილობრივი კონკურსი 4 კატეგორიაში ტარდება: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი. კანის ახალგაზრდა ლომებმა უკვე მიიღეს დავალებები. გამარჯვებულები 6 მაისს გამოვლინდებიან და ივნისში, ქალაქ კანში გაემგზავრებიან, მსოფლიო პირველობის მოსაპოვებლად.
ფილმ კატეგორიის მხარდამჭერია Apeople. დეტალებზე ბრენდის დირექტორი ქეთო ბარაბაძე და თანამშრომელთა გამოცდილებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი რუსკა თამაზაშვილი გვესაუბრნენ.
M: წლების განმავლობაში, Apeople კანის ლომების მეგობარი და მხარდამჭერია. ამ დროის მანძილზე, როგორ შეცვალა ფესტივალმა ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრია?
ქეთო ბარაბაძე: Apeople, აჭარაბეთის დამსაქმებლის ბრენდი, კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალის ერთგული მხარდამჭერი და მასპინძელია, რაც გვეამაყება. მჯერა, რომ ქვეყანაში დიდ კრეატიული პოტენციალია, რასაც მხარდაჭერა სჭირდება განვითარებისთვის. შემდეგ კი ეს საზღვრებს გარეთაც უნდა ვაჩვენოთ. მსგავსი ღონისძიებები ამას ძალიან ეხმარება, რისი კარგი მაგალითიცაა კანის ლომები. ლოკალურად ჩატარებული შესარჩევი ნაწილის შემდეგ გამარჯვებულები გადიან დიდ კანზე, სადაც სულ სხვა მასშტაბებია. წლების მანძილზე შეიცვალა ის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ამ იდუსტრიაში თავის დამკვირდების სურვილი. მონაწილე გუნდების რაოდენობაც იზრდება და იზრდება. წლევანდელმა რეგისტრაციებმა კი, როგორც ვიცი, ყველა ქვეყნის რეკორდი მოხსნა. დაბრიფვსას, Apeople-ის ოფისში ყველა მონაწილე წყვილი და უამრავი ახალი სახე შევნიშნე. საბოლოოდ, ეს ფესტივალი მონაწილეებს და არამონაწილეებსაც აძლევს ყველაზე მთავარს – ინსპირაციას.
Apeople-ს თავად აქვს in-house creative დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, შიდა სააგენტო. ჩვენი პროექტების უმეტესობის კრეატიული მხარდაჭედა შიგნითვე ხდება, რაც საინტერესო მოდელია. ამ კუთხითაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და ჩვენი მონაწილეობა ფესტივალში.
M: რას ეხება წლევანდელი ბრიფი Apeople-ისგან?
რუსკა თამაზაშვილი: Apeople-ს წლევანდელი ფილმის კატეგორიის ბრიფი ეხება სამყაროში აქტუალურ პრობლემას – მენტალურ ჯანმრთელობას, რომელიც მნიშვნელოვანია ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, რადგან ხშირად ერთი მეორეს განაპირობებს. ფესტივალის
მონაწილეებმა 60-წამიანი ვიდეო უნდა გადაიღონ ამ თემაზე. Apeople და აჭარაბეთი, როგორც თანამშრომლებზე ორიენტირებული კომპანია, ზრუნავს მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამ კუთხით მრავალი აქტივობა ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს, როგორიცაა ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიები, ჯანმრთელობის კლუბი სადაც ნუტრიციოლოგიასთან და ვარჯიშებთან დაკავშირებით იღებენ რჩევებს, ასევე აქვთ შესაძლებობა ოფისის ტერიტორიაზე გამოსცადოთ ისეთი ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა იოგა, პილატესი და ზუმბა.
M: როგორია მოლოდინი, წლევანდელ საკონკურსო სეზონთან დაკავშირებით?
ქეთო ბარაბაძე: წლევანდელი კანის ლომებისგან ველოდებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო ნამუშევრებს, რადგან ძალიან ბევრნი არიან. ველით ახალ ხედვებს, ახალ პერსპექტივებს, შემდეგ კი – წარმატებებს უფრო დიდ ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა კრეატივის, გვჯერა რომ ბევრ მოვლენაზე გავლენის მოხდენა და საბოლოოდ, სამყაროს შეცვლა შეუძლია მას უკეთესობისკენ.
2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.