in

API და მისი მარკეტინგული შესაძლებლობები

მარკეტინგული API-ები მოიცავს აპლიკაციის პროგრამირების მრავალფეროვან ინტერფეისს, რომელსაც ბიზნესი და დეველოპერები იყენებენ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის. მარკეტინგული კამპანიებს დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება, მან უნდა გაზარდოს ე.წ. ლიდები და კონვერსია, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ განზრახვა საკმარისი არაა. საჭიროა დაგეგმვა, ორგანიზება და API ინტეგრაცია.

რა არის API?

აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისები (API, Application Programming Interface) არის პროგრამული უზრუნველყოფის ურთიერთქმედება. ისინი საშუალებას აძლევს სხვადასხვა პლატფორმას, დაუკავშირდნენ ერთმანეთს შეცდომის ან თავსებადობის პრობლემების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული ჩანდეს, API-ები თითქმის ყველა ციფრული ურთიერთქმედების განუყოფელი ნაწილია. თქვენ ალბათ იყენებთ მას ყოველდღე ისე, რომ ვერც კი ამჩნევთ. მაგალითად, თუ Siri-ს ამინდის შესახებ ჰკითხავთ, ის API-ით ისარგებლებს, რომ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია.

რით არის API მნიშვნელოვანი მარკეტერისთვის?

უკვე ცნობილია, რომ API-ები მნიშვნელოვანი მოწყობილობებია ტექნოლოგიის სფეროში. მათ გარეშე თქვენ ვერ გექნებათ ბევრი ისეთი კომფორტი, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმის ოპერაციებს. ეს მოიცავს მოგზაურობის დაჯავშნას Google-ის მეშვეობით ან ონლაინ შესყიდვებს PayPal-ით.

მარკეტინგი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თქვენ უთხრათ საუკეთესო მეგობარს, როგორ აღმოაჩინეთ, მაგალითად, ახალი აპლიკაცია და როგორი კმაყოფილი ხართ ამით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. მარკეტინგი შეიძლება იყოს, როცა ბოლო შესყიდვის შემდეგ ელ.ფოსტაზე წერილს მიიღებთ, რომელიც ბრენდზე ყურადღებას გაგამახვილებინებთ.

მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს ჩეტბოტი, რომელიც მესენჯერზე გყავთ მიბმული და ის მთელ რესურსს დებს თქვენთვის. კარგა  აწყობილი ჩეტბოტი აჯაჭვებს მომხმარებელს ბიზნესთან, ის საუბრობს ბრენდის სახელით და გეხმარებათ, რომ გყავდეთ მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.

გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უამრავი მაგალითის ჩამოწერა შეგვიძლია, უნდა ვაღიაროთ, რომ მარკეტინგი საკმაოდ კომპლექსური ცნებაა. ამიტომ მარკეტინგული API-ები აუცილებელია კამპანიაში ჩართული პროგრამული უზრუნველყოფის ნავიგაციისთვის.

API მრავალი გზით ეხმარება მარკეტინგულ ოპერაციებს. მარკეტინგული ავტომატიზაციის მნიშვნელობა კამპანიებში ასახავს ამ API-ების მნიშვნელობას. მარკეტინგის ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და API-ების გამოყენება ეხმარება ბიზნესს, გაზარდოს პროდუქტიულობა, დაზოგოს ფული, დააჩქაროს ოპერაციები, უფრო ეფექტურად მოახდინოს მასშტაბირება.

ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია მონაცემთა ინტეგრაცია. API-ების გამოყენებით,  შეძლებთ თქვენ მიერ გამოყენებული სხვადასხვა პლატფორმის სინქრონიზაციას. შედეგად კი მიიღებთ სრულფასოვან პროგრამულ ეკოსისტემას ყოველდღიური მარკეტინგული ოპერაციების დასაძლევად. 

ის ასევე გეხმარებათ კონტენტის მართვაშიც. როგორც ილუსტრაცია, შეგვიძლია, მოვიყვანოთ – HubSpot API-ები. მისი ინტეგრაცია მარტივად ხდება სხვა, შემოსავლის მომტან პლატფორმებთან, როგორებიცაა MailChimp თუ WordPress. 

მონაცემთა შეგროვება

მონაცემთა შეგროვება არის კიდევ ერთი ზოგადი გამოყენების ნიმუში მარკეტინგული API-ებისთვის. RESTful API-ები შექმნილია ვებსერვისების მონაცემთა მოთხოვნისთვის და ისინი პასუხობენ HTTP მოთხოვნებს მონაცემთა გაგზავნისთვის. მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი სულ უფრო პოპულარული ხდება წლების განმავლობაში. თუმცა, ზოგადად ვებAPI-ები დღეს საკმაოდ აქტუალურია.

მონაცემთა შეგროვება შეუცვლელია ბაზრის კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მონაცემთა შეგროვების შემდეგ, აქცენტი ხდება მათ ანალიზზე – ამ შემთხვევაშიც მარკეტინგული API-ები აუცილებელი კომპონენტია.

Email მარკეტინგი

ელ.ფოსტის მარკეტინგის API შეიძლება იყოს საკმაოდ მრავალფეროვანი. მისი ყველაზე გავრცელებული გამოყენება არის შეტყობინებები და ტრანზაქციების შესახებ წერილების გაგზავნა. ბიზნეს პლატფორმები მუშაობენ ელ.ფოსტის სერვერებთან, რათა აცნობონ მომხმარებელს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დაადასტურონ ტრანზაქცია, რომელიც ახლახან მოხდა.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ თქვენს კლიენტებს მეილი ხელით, მაგრამ ეს არ უზრუნველყოფს დიდ მასშტაბურობას მომავალში. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმის შესახებ, თუ რა შეუძლია მარკეტინგულ ავტომატიზაციას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, დააკავშიროთ პროგრამული ინსტრუმენტები, როგორიცაა CMS და CRM, თქვენი ელ.ფოსტის პლატფორმასთან. ამით თქვენ აცნობებთ კლიენტებს ახალი შინაარსის შესახებ ან მართავთ ელ.ფოსტის კონტაქტებს თქვენი CRM-დან.

სოციალური მედია

სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესობა იყენებს სოციალური ქსელის API-ებს. ზოგადად, ამ ტიპის API-ების გამოყენება შეიძლება მომხმარებლებისთვის, პოსტებისთვის და დემოგრაფიული მონაცემებისთვისაც კი. 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მარკეტინგული API-ები მარკეტინგის ოპერაციებს უწყობს ხელს. API მთლიანად არის პროგრამული უზრუნველყოფის ხერხემალი და ის აუცილებლად დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარმატებაში. 

Xiaomi-ს ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის ემოციების ამოცნობა შეუძლია

Lego 90 წლის გახდა — ბრენდის 5 საუკეთესო რეკლამა