in

ნახეთ: აპლიკაცია, რომელიც ქუჩაში სიარულისას მობილურში ყურებას შეგაწყვეტინებთ!

“მიიღეთ შეხსენება, რათა გარემოზე ფოკუსირდეთ”

ალბათ, არაერთხელ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მიმავალნი დიდხანს ჩასჩერებიხართ მობილურს და მოულოდნელად რაღაცას შეჯახებიხართ. კი, ნამდვილად მტკივნეულია… ახლა კი, ანდროიდის მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც ადამიანებს ახსენებს, სიარულის დროს უბრალოდ შეწყვიტონ მობილურში ყურება!

“მიიღეთ შეხსენება, რათა გარემოზე ფოკუსირდეთ” – ნათქვამია აპლიკაციის აღწერაში. 

თავები მაღლა!

აპლიკაცია, სახელწოდებით Heads Up Digital Wellbeing app-შია ჩაშენებული. მისი იდეა იმის კონტროლს ემსახურება, თუ რამდენად დიდ დროს უთმობენ მომხმარებლები მობილურ ტელეფონს. მაგალითად, შეგიძლიათ, აპლიკაციების გამოყენებისთვის გარკვეული ლიმიტი დააყენოთ ან მითითებული დროის ინტერვალში შეტყობინებები არ მიიღოთ.

აპლიკაციის შეტყობინებები მოიცავს ისეთ ტექსტებს, როგორიცაა “ფრთხილად იყავი”, “წინ იყურე” და “უყურე შენს ნაბიჯს”. როგორც ხედავთ, მას შეგვიძლია, ციფრული კეთილდღეობის ინსტრუმენტიც კი ვუწოდოთ, რომელიც ჩვენს “უსაფრთხო გადაადგილებაზე” ზრუნავს.

მართალია, ეს სრულად არ აღმოფხვრის ქუჩაში “სტოლბას შეჯახების” პრობლემას, მაგრამ ალბათ, მნიშვნელოვნად შეამცირებს მსგავს შემთხვევებს. შესაძლოა, მართლაც შემაწუხებელი იყოს, როდესაც მობილურის გამოყენებას ცდილობთ და ამ დროს განუწყვეტლივ მოგდით “ზემოთ ახედვის” შეტყობინებები… თუმცა ამისგან თავის დასაღწევად, შეგიძლიათ, უბრალოდ პარამეტრებიდან აკონტროლოთ, როდის ჩართოთ და გამორთოთ აპლიკაცია.

რა გავლენა აქვს ლიდერის ქმედებებს გუნდის წევრებზე – პეპლის ეფექტი

Nike მეორეული ფეხსაცმელების გაყიდვას იწყებს! – მიმართვა ბრენდის მომხმარებლებს