in ,

აპლიკაცია, რომელიც “გაიძულებთ” ტელეფონი გვერდზე გადადოთ

სამხრეთ კორეის ყველაზე მსხვილმა სატელეფონო კომპანია KT Corporation-მა გამოიგონა აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე წუთით ტელეფონს მოგწყვეტთ და საყვარელ ადამიანებთან დაგაბრუნებთ. მეტიც, ამავე აპლიკაციის დახმარებით, შეძლებთ ახლობლების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოხატოთ. ანუ ის, რის დეფიციტსაც დღეს ასე განვიცდით.

 

 

მას შემდეგ, რაც აპლიკაციას Seeds of the Heart თქვენს ტელეფონში Google Play Store-იდან გადმოწერთ, ეკრანზე შეგიძლიათ აირჩიოთ ყვავილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა იმ ემოციასთან, რომელიც ადრესატს გინდათ რომ გადასცეთ. ამის შემდეგ კი რამდენიმე საათით თქვენს ტელეფონს უნდა შეელიოთ. ყვავილის გაზრდას ხომ დრო სჭირდება. ადრესატს ყვავილის შესახებ შეტყობინება წინასწარ უნდა გაუგზავნოთ, ხოლო როდესაც მცენარე გაიზრდება, KT თქვენს საყვარელ ადამიანს ნამდვილ ყვავილს მიუტანს.

სამხრეთ კორეულმა სარეკლამო კომპანია Playground-მა აპლიკაციის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების შესახებ ვიდეოგოლი გადაიღო.

ძალიან კარგია, რომ კომუნიკაციისთვის სულ უფრო მეტი ალტერნატიური გზები ჩნდება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთავარი ემოციები ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის დროს ჩნდება. აპლიკაციის მიზანიც ეს არის, გადავდოთ ტელეფონები და შევამჩნიოთ ადამიანები ჩვენს გარშემო.

KT არ არის პირველი, ვინც ამ პრობლემამ შეაწუხა. ადამიანების ცხოვრებაში ტელეფონების დიდი დოზით შემოჭრა, თავის ახალ სარეკლამო რგოლში, სულ ახლახანს, Durex-მაც დაგმო.

კანადის პრემიერ-მინისტრი ტურიზმის განვითარების კამპანიაში ჩაება

Zona Sul-ის სუპერმარკეტი, სადაც ბოსტნეულის დაკრეფა ადგილზე შეგიძლიათ