in , ,

Safe & Sound – აპლიკაცია, რომელიც მუსიკის მოყვარულებს საავარიო სიტუაციისგან დააზღვევს

ყურსასმენებით ქუჩაში მოსიარულეთა ყურადღების გაფანტვა დიდ საფრთხედ იქცა. მუსიკის მოსმენის დროს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქუჩაში ყურსასმენებით მოსიარულეებს გარე ხმები აღარ ესმით. შედეგად, საგზაო შემთხვევებისას დაშავებულთა 70% სიცოცხლეს მყისიერი სიკვდილით ასრულებს.

BBDO Bangkok-მა, სადაზღვევო კომპანია LMG Insurance-ის დაკვეთით, ამ თემაზე სარეკლამო რგოლი გადაიღო. ვიდეორგოლში პრობლემა მთელი სიმძაფრით არის ნაჩვენები. მოყვანილი სტატისტიკა მართლაც შემოშფოთებელია. თუმცა, ციფრების მოყვანა და საინფორმაციო სოციალური რეკლამების ჩვენება, როგორ სჩანს საკმარისი არ არის, ამიტომ გარდა მოსახლეობის ინფორმირებისა, LMG Insurance პრობლემის გადაჭრის გზასაც გვთავაზობს.

 

https://www.youtube.com/watch?v=QxGA65ScvJ8

 

სადაზღვევო კომპანიამ ახალი კამპანიის ფარგლებში მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის სპეციალური მუსიკალური აპლიკაცია Safe & Sound გამოიგონა. მისი საშუალებით, ადამიანებს საჭირო დროს სიგნალებისა და სხვა ქუჩის ხმაურის გაგება შეუძლიათ.

აპლიკაციას, GPS-ის რუკების საშუალებით, შეუძლია გაიგოს, თუ როდის მოძრაობს ადამიანი სამანქანე გზასთან ახლოს და ასეთ დროს ავტომატურად რთავს Safe & Sound რეჟიმს. ყურსასმენებში მუსიკა ამ დროსაც ისმის, თუმცა მათში შემომავალი ხმების 30% საგაზაო ხმაურია, ასე რომ მუსიკის მსმენელი უფრო მეტად არის დაცული.

ნუ გადააქცევთ მუსიკას საფრთხედ. გადმოწერეთ Safe & Sound.

თანხის “მაგიური” გადახურდავება The Post Office-სგან

Samsung-ის ახალი აპლიკაციაა, რომელიც მხედველობის პრობლემებისგან დაგიცავთ