საქართველოს უნივერსიტეტის UG Lemondo მობილური აპლიკაციების ტრენინგ ცენტრში ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტმა, ლუკა ჯაშიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მობილური აპლიკაცია დაწერა.
ლუკა ჯაშიაშვილი : “პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს, რომ მომცა საშუალება გამევლო iOS Development-ის სასწავლო კურსი და სწავლის ნახევარი დამიფინანსა.
რაც შეეხება აპლიკაციას, ის შეიქმნა UG Lemondo ტრენინგ ცენტრის iOS Development კურსის ფარგლებში და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე კერძოდ – უსინათლოებზე. აპლიკაციის დახმარებით თითოეულ ადამიანს შეუძლია ისწავლოს სასურველი კერძის მომზადება. ამ აპლიკაციაზე მუშაობა იყო დიდი გამოცდილება, რადგან დღეს მე ვარ დეველოპერი, რომელიც მიიღებს და ამოხსნის ნებისმიერ ამოცანას, რაც ამ სფეროში გვხვდება.”
შეგახსენებთ, რომ UG Lemondo ტრენინგ ცენტრი სწავლების თვალსაზრისით უნიკალურია, რადგან პროცესში ერთდროულად ჩართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (საქართველოს უნივერსიტეტი) და ლიდერი დეველოპერული კომპანია Lemondo. ტრენინგ ცენტი არის კომპანია Apple – ის ოფიციალური პარტნიორი.
[R]