in ,

AllCooks – პირველი ქართული iOS აპლიკაცია უსინათლოებისთვის iDevelopers-ისგან

Startauperi
Startauperi

App Store-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის პირველი ქართული აპლიკაცია AllCooks გამოჩნდა, რომელიც გურმან უსინათლოებს ხელს შეუწყობს გემრიელი კერძის დამოუკიდებლად მომზადებაში. აპლიკაციაზე Lemondo-ს კურსდამთავრებულებმა იმუშავეს და ეს გამოცდილება მათთვის ბიზნესის წამოწყების საფუძველი გახდა. აპლიკაციასა და სტარტაპზე iDevelopers-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სანდრო ჯანჯღავა გვესაუბრა.

BOG
BOG

M: როგორ გაჩნდა აპლიკაციის შექმნის იდეა და რა მთავარი ფაქტორები ან სტანდარტები იქნა გათვალისწინებული?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენ გავიარეთ მობილური აპლიკაციის შემსწავლელი კურსები “Lemondo Trainings” ცენტრში, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ტრენერებს, განსაკუთრებით, ჯაბა ოდიშელაშვილს. სწავლის ბოლო ეტაპზე დაგვავალეს შეგვექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც მოსახერხებელი იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის. ამის შემდეგ, ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია უსინათლო პირებთან, მოვისმინეთ მათი სურვილები, თუ რა უნდა ყოფილიყო აპლიკაციში და შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომელზეც ვისაუბრებთ.

idevelopers

M: როგორია აპლიკაციით მუშაობის პრონციპი?

ეს აპლიკაცია მორგებულია ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც უყვარს კერძების, სასმელებისა და დესერტების მომზადება. ის მაქსიმალურად ადაპტირებულია ქართველ უსინათლო პირებზე ისე, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოამზადონ საყვარელი კერძი. აპლიკაცია შექმნილია iOS-ის პლატფორმისთვის. ანუ მუშაობს Apple-ის ნებისმიერ მობილურ და პლანშეტურ მოწყობილობაზე (iPhone, iPad). ამ მოწყობილობებს აქვს რეჟიმი (Voice Over), რომლის მეშვეობითაც, უსინათლოს შეუძლია მისი კომფორტულად გამოყენება. სამწუხაროდ, Voice Over-ში არ არის ჩადებული ქართული ენა, რის გამოც მოგვიწია საკმაოდ დიდი დროისა და შრომის ჩადება. აპლიკაცია უნდა ყოფილიყო გამოსაყენებლად მაქსიმალურად მარტივი, რაც ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა.
M: ამჟამად თუ სარგებლობენ აპლიკაციით და როგორია მომხმარებლის უკუკავშირი?

ამჟამად, აპლიკაციით სარგებლობს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია და არ დაგვიწყია მისი პოპულარიზაცია.

M: როგორც ვიცით ეს, აპლიკაცია თქვენი საკუთარი სტარტაპის შთაგონებად იქცა, მოგვიყევით მის შესახებ…

დიახ ეს ასეა. ზემოთ აღნიშნული კურსების ფარგლებში შეიქმნა ეს აპლიკაცია, რომელზეც ვმუშაობდით ოთხი ადამიანი, ბოლომდე კი მივიყვანეთ სამმა. სამწუხაროდ, მეოთხე შეეცადა მიეთვისებინა ნამუშევარი და განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია მხოლოდ მისი გაკეთებული იყო. თუმცა, დანარჩენებმა უკვე სამი თვეა დავაარსეთ კომპანია iDevelopers და დაკავებული ვართ მობილური აპლიკაციების შექმნით. ამჟამად, ვმუშაობთ რამდენიმე საკმაოდ დიდ შეკვეთაზე. პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან. ასევე, ვქმნით უფასო აპლიკაციებს იმ მიზნით, რომ საქართველოში ეს სფერო წინ წამოიწიოს.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლა ვმუშაობთ სრული დატვირთვით. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში აპლიკაციების რაოდენობის გაზრდა, რამდენიმე დღეში ეფლის ონლაინ მაღაზია App Store-ში შეგეძლებათ იხილოთ და გადმოწეროთ ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილი ცხრა აპლიკაცია. iDevelopers ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ეტაპობრივად მომხმარებელს შესთავაზებს ბევრ სიახლეს. ჩვენს გეგმებში შედის მსოფლიო ბაზარზე გასვლაც.

 

first second third

Ford–ის არაჩვეულებრივი გამარჯვება Le Mans–ის რბოლაში – 360 გრადუსიანი ვიდეორგოლი

“Marvel-ური” მოტოციკლი Harley-Davidson–ისგან