in ,

აპლიკაციაზე დაფუძნებული იმპლანტები პარალიზებული ადამიანებისთვის — მედიცინაში პირველად

ისტორიაში პირველად, აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ელექტრო იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს ხელახლა სიარულის საშუალება მისცა.

M2
M2

NBC News-ის ცნობით, შვეიცარიელმა მკვლევრებმა გამოიყენეს ელექტრო იმპლანტები, რომლებიც ტაბლეტის აპლიკაციასთანაა დაკავშირებული. ინოვაცია მიშელ როკატის დახმარებას ემსახურება — გახდეს პირველი ადამიანი, ვინც მისი მეშვეობით კვლავ გაივლის საკუთარი ფეხით.

მართალია, ეს მეთოდი მედიცინაში ახალი ნამდვილად არაა და უკვე დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ ლოზანის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა ის პარალიზებულ პიროვნებაზე პირველად გამოცადეს. თუმცა ლოზანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მკვლევრებმა ეს ტექნოლოგია პირველად გამოიყენეს პარალიზებულ ადამიანზე. ტრადიციულად, მოწყობილობა ელექტრულ სიგნალებს გზავნიდა პაციენტების ტვინში, რათა ტკივილის გრძნობა შეემცირებინა. ხოლო ამ შემთხვევაში ელექტრული იმპულსები კონკრეტულ უბნებზე იგზავნება — კერძოდ, ხერხემლის, რომელიც სიარულზეა პასუხისმგებელი.

აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც მოწყობილობას და ორ სარეზერვო ღილაკს უკავშირდება, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, რა ტიპის მოძრაობის შესრულება სურთ. ზემოთ ხსენებული როკატი ერთ-ერთი იყო იმ სამი ადამიანიდან, რომელზეც იმპლანტები გამოცადეს. იმპლანტაციის შემდეგ თერაპიის პირველ საათებში სამივე მამაკაცმა შეძლო ფეხების მოძრაობა და მალევე ისწავლა ცურვა, ველოსიპედის ტარება და დგომა. ცოტა ხნის შემდეგ კი ლაბორატორიის გარეთ გადაადგილებაც წარმატებით გამოუვიდათ.

“ზურგის ტვინის სტიმულაციის გამოყენების წინა მცდელობები საკმაოდ შრომატევადი იყო და სარეაბილიტაციო გუნდთან ინტენსიურ მუშაობას საჭიროებდა, თვეობის განმავლობაში. თუ ამის სწრაფად და ნაკლები რესურსით გაკეთება იქნება შესაძლებელი, იმპლანტების გამოყენება უფრო ფართო მასშტაბით მოხერხდება”, — აცხადებენ მკვლევრები.

მითები და ფაქტები ვეგანობის შესახებ

Ember-ის ყუთით ვაქცინის ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი