თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრობა ერთობ პოპულარულ, თუმცა რთულად შესასრულებელ საქმიანობად იქცა. გაჯეტებზე მიჯაჭვულობა, უდროობა, საქმეები ხშირად ხდება მიზეზი, რის გამოც ვარჯიშსა და კვების დაბალანსებას ვერ ვახერხებთ. თუმცა სპეციალისტები ახლა გვეუბნებიან, რომ საქმე არც ისე რთულადაა, როგორც ჩვენ ვხედავთ და ჯანსაღი ცხოვრების დაცვის ყველაზე მთავარი ატრიბუტია უბრალოდ – სმარტფონის ქონა.
ჩვენ გადავხედეთ და არსებობს მობილური აპლიკაციების მთელი ასორტიმენტი, რომლებიც სწორედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გამოგვადგება.
ეს არის რეცეპტების წიგნი თქვენს ჯიბეში, რომელიც გთავაზობთ ძალიან დიდ მენიუს, სადაც აღწერილია მცენარეებითა და ჯანსაღი პროდუქტებით როგორ შეიძლება სხვადასხვა გემრიელი კერძის მომზადება. გარდა რეცეპტებისა, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ და მართოთ დიეტა, ვარჯიში, ძილი და წყლის მოხმარება.
მოწევაზე უარის თქმა ჯანმრთელი ცხოვრებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. აპლიკაცია Smoke Free დაგეხმარებათ სიგარეტზე თავის დანებებაში. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ თვალი ადევნოთ თქვენს პროგრესს, ასევე ის დაითვლის ბიუჯეტს, თუ რამდენს ზოგავთ მაშინ, როცა სიგარეტის ყოველდღე ყიდვა არ გჭირდებათ.
Streaks ის აპლიკაციაა, რომელიც დადებითი ჩვევების გამომუშავებაში გეხმარებათ და ამით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შესაძლებელს გახდით. ეს არის აპი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა თქვენს მიზანზე. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, თვალყური ადევნოთ თორმეტამდე ამოცანას, რომლის შესრულებაც გსურთ ყოველდღე და რომელთა მიზანიც, ჯანსაღი ცხოვრების ჩვევების ჩამოყალიბება და მათი რეგულარული შესრულებაა.
სასმელი ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც სჭირდებათ დალევის ჩვევების გაუმჯობესება და ამ პროცესის გაკონტროლება. Drinkaware არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება ცალკეული სასმლის შესახებ ინფორმაციის მიღებაში, კალორიების თვლაში, სასმლისადმი მიდრეკილების გაზომვასა და ალკოჰოლზე დახარჯული ბიუჯეტის თვლაში.
ეს არის მიკროდღიური, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური ჩანაწერები გააკეთოთ, შექმნათ ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური მიზნები. აპი შეინახავს მონაცემებს და აჩვენებს მათ სტატისტიკასა და დიაგრამებში.
ეს იქნება თქვენი პირადი ჟურნალი, რომელიც დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში, მოტივაციის ამაღლებასა და ფიტნეს გეგმის ჩამოყალიბებაში.
ShopWell-ის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ჯანსაღი კვების პროფილი, რომელშიც მოცემული იქნება თქვენი მიზნები, ინფორმაცია ალერგენებზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე და სხვა. აქვე მოცემულია რეკომენდაციები სწორ კვებასთან დაკავშირებით.
Health Pal-ს აქვს ყველა ის მახასიათებელი, რომელიც გჭირდებათ თქვენი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად. ნაბიჯების მრიცხველითა და კვების შეხსენებებით დაწყებული, ვარჯიშებით დამთავრებული, ეს აპლიკაცია გადაიქცევა ინსტრუმენტად, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მართვაში დაგეხმარებათ. მასში ერთ ადგილას არის განთავსებული ინფორმაცია თქვენი დიეტის, თქვენი ფიტნესის და ჯანმრთელობის მრავალი სხვა რესურსის შესახებ.
ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სწორი კვება და თანმიმდევრული ვარჯიში. საკმარისი ძილი, სხეულსა და გონებაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. აპლიკაციები, რომლებიც ჩამოგითვალეთ, ამ პროცესების მართვაში გარკვეულწილად დაგეხმარებათ. თუ გჭირდებათ ექიმის დახმარება იმაში, რომ უკეთ მართოთ თქვენი ჯანმრთელი ცხოვრების რეჟიმი, ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები და ა.შ. შეგიძლიათ, ქართული სამედიცინო აპლიკაცია, „ექიმო” გამოიყენოთ, რომლის მეშვეობითაც მომსახურების მიღება ციფრულად არის შესაძლებელი.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი