in

ნახეთ: აპლიკაციები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ცხოვრებას გვიმარტივებს

ისინი დროის დაზოგვასა და რთული სამუშაოების მარტივად შესრულებაში გვეხმარება

ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვაგვარი სახით იჭრება და გულწრფელად რომ ითქვას, ძალიან დიდ დახმარებასაც გვიწევს. ეს განსაკუთრებით აშკარაა ყოველდღიურად მოხმარებად აპლიკაციებში, რომლებიც AI-ს ახალი ფუნქციების დასანერგად და დროის დაზოგვის მიზნით იყენებს,

თუ არაერთხელ გიცდიათ, “დახმარების ხელი” რაიმე გენიალური ალგორითმისგან მიგეღოთ, შეგიძლიათ, ძებნა შეწყვიტოთ! სტატიაში რამდენიმე საუკეთესო აპლიკაციას შემოგთავაზებთ, რათა მძიმე სამუშაოს შესრულება გაგიმარტივდეთ.

Scan Thing

პლატფორმა: iOS, Mac

ალბათ, არაერთ თქვენგანს ჰქონია სურვილი, მობილური კამერით რაღაც დაეფიქსირებინა და მომენტალურად ექცია ფოტო ფაილად. Scan Thing– ის ჭკვიანი ალგორითმი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. კამერის ობიექტივში მოაქციეთ სასურველი საგანი და ორიოდ წამის შემდეგ გამოსახულება მზად არის, შესანახად თუ სხვადასხვა პლატფორმაზე გასაზიარებლად.

ასევე, ამ აპლიკაციის გამოყენება დოკუმენტების სკანირებისთვისაც შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, როგორც PDF ფაილის შენახვა, ასევე მხოლოდ ტექსტის დატოვება და სხვა, სასურველ ადგილას გადაწერა.

მთლიანობაში, აპლიკაციაში გამოყენებულ ხელოვნურ ინტელექტს მრავალგვარი ფუნქცია აქვს, რაც თქვენს დროს დაზოგავს.

TextSniper

პლატფორმა: Mac

TextSniper-ის აპლიკაციის ხილვის შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ ცხოვრობდით მის გარეშე?

ერთია ნაწერის ერთი ტექსტური ფაილიდან მეორეში გადატანა. ფოტოდან თუ ვიდეოდან სასურველი ტექსტის სხვა ფაილში გადაწერა კი ალბათ, წარმოუდგენლად მიგაჩნიათ… თუმცა ამის შესაძლებლობას სწორედ აღნიშნული აპლიკაცია იძლევა.

PictureThis

პლატფორმა: iOS, Android

თუ ყვავილებისა და მცენარეების მოყვარული ხართ, მაგრამ ხშირად აწყდებით თქვენთვის ამოუცნობი ჯიშებს, საჭირო არ არის, ენციკლოპედიების გადაქექვა და ინტერნეტში მინიშნებებით ძიება. ამისათვის, უბრალოდ PictureThis აპლიკაცია გამოიყენეთ, რომელიც ყვავილების იდენტიფიკაციის “ოსტატია”.

გარდა ამისა, აპლიკაცია მრავალ სასარგებლო რჩევას მოგაწვდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იზრუნოთ ახლადაღმოჩენილი ჯიშის ყვავილებზე. მისი დახმარებით, უმოკლეს დროში იქცევით ყვავილების ექსპერტად!

FaceApp

პლატფორმა: iOS, Android

დიდი შანსია, რომ თქვენ უკვე გამოგიყენებიათ FaceApp. ეს სახალისო აპლიკაციაა, რომელიც თქვენს ფოტოს სხვადასხვა ასაკსა თუ გარეგნობას მიანიჭებთ – მაგალითად, როგორი იქნებით 30 წლის შემდეგ? ან წვერით თუ გრძელი თმით?

შესაძლოა, სკეპტიკურად უყურებდეთ მას, გამომდინარე, მსგავსი დაბალი დონის აპლიკაციებისა. თუმცა შედეგი მართლაც წარმოუდგენლად კარგია და ცნობისმოყვარეობასაც სიამოვნებით დაიკმაყოფილებთ.

Gemini Photos

პლატფორმა: iOS, Mac

რამდენიმე სელფის გადაღება და FaceApp-ში მათი რედაქტირება, სახალისოა, მაგრამ თქვენს მოწყობილობაში დამატებითი ფაილები იქმნება და უამრავი დუბლიკატი იყრის თავს. სწორედ ამისგან თავის ასაცილებლად შეიქმნა Gemini Photos, რომელიც არსებულ ფოტოებს კატეგორიებად ალაგებს და შეგიძლიათ, ბუნდოვანი თუ დუბლიკატი ფაილები წაშალოთ. ასევე, აპლიკაცია გთავაზობთ, რომელი ფოტოა საუკეთესო რამდენიმე კადრიდან.

Luminar AI

პლატფორმა: Mac, Windows

თუ ფოტოების გადაღება და რედაქტირება გიყვართ, აუცილებლად უნდა სცადოთ Luminar AI. აპლიკაცია Luminar ფოტო ედიტორს ემყარება და ის სუპერინტელექტუალურ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ნაცვლად, მრავალი სხვადასხვა ეფექტის დადებისა, შეგიძლიათ, მარტივად მონიშნოთ ერთი სასურველი ფუნქცია და სრულყოფილი შედეგი მიიღოთ.

მრავალფეროვანი შაბლონების ფარგლებში ფოტოებს სხვადასხვაგვარ ეფექტებს ანიჭებთ და ასევე, ცალკეული ცვლილებების შეტანაცაა შესაძლებელი – მაგალითად, რაიმე დეტალის უფრო მეტად აქცენტირება.

Oval 

პლატფორმა: iOS, Android

Oval-ის აპლიკაცია ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა ამოიცნოს, როდის შეგიძლიათ ფულის დაზოგვა. მაგალითად, როდესაც ყავას ყიდულობთ, ფასი მრგვალდება და დამატებითი თანხა დანაზოგში გადადის.

ეს მართლაც საჭირო და გამოსადეგი ფუნქციაა, რადგან შეძლებთ, კონკრეტული მიზნებისთვის გადადოთ და მოაგროვოთ თანხა, თანაც თითქმის შეუმჩნევლად.

React და Angular – „თბილისის კომუნიკაციის სკოლამ“, ტექნოლოგიური მიმართულებით, 2 ახალ პროგრამაზე მიღება დაიწყო!

ამბავი სიმონეს საცხობში აყვანით იწყება! ჯაჭვური რეაქცია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმებაზე