in

აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი ბუნებრივი ქვებით მუშაობს

Palpable აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისია (API), რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიას ანალოგურთან აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ თაობებს შორის ბევრი სხვაობაა, ანალოგური მოწყობილობებიდან სენსორულ ეკრანებზე გადასვლა ყველასთვის საინტერესო ცვლილებაა.

და მაინც, ვიდრე მშობლები იმის გარკვევით არიან დაკავებულნი, როგორ უყურონ Netflix-ს ჭკვიან ტელევიზორზე, ჩვენ ფირსაკრავებსა და ძველ ფირფიტებს ვყიდულობთ… გამოდის, ორივე თაობას გვაინტერესებს ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ჭარბი რაოდენობით. თანამედროვე ტექნოლოგიების ანალოგური მოწყობილობების ტაქტილურ შეგრძნებასთან შერწყმა კი საუკეთესო გზაა ამ დანაკლისების შესავსებად — ამიტომაც, დიზაინერების გუნდმა შექმნა Palpable, რომელსაც ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეუძლია ურთიერთქმედება.

Palpable-ის ყოველი ნაწილი თავის ფუნქციას ასრულებს და თითოეულ მოდულს თავისი API ენიჭება. პროგრამული უზრუნველყოფის მიხედვით, რომლის კონტროლიც მომხმარებელს სურს, სხვადასხვა მოდულია შემუშავებული. მაგალითად, ასაწევი მოდული გაცილებით გრძელია და მომხმარებლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონტროლის საშუალებას აძლევს. მბრუნავი მოდული კი შეიძლება, გამოყენებულ იქნას გასართობი სისტემის ხმის გასაკონტროლებლად.

იმისათვის, რომ მოწყობილობებმა მოდულის ფუნქციონირება დაარეგისტრიროს, მომხმარებლებმა თითოეული მათგანი მაგნიტური ბაზაზე უნდა მიამაგრონ. ეს არის ძირითადი მართვის პანელი Palpable მომხმარებლებისთვის, სადაც მათ ყოველ მოდულზე აქვთ წვდომა და მათი კონტროლის შესაძლებლობა.

770 კმ. მანძილზე გადაჭიმულმა ელვამ აშშ-ის 3 შტატი მოიცვა!

5-13 თებერვალს, “ბაზარი ორბელიანზე”, ნობათობა გაიმართება