Apple-ის თანამშრომლები კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მათ სექტემბრიდან კვირაში მხოლოდ ორი დღით შეეძლებათ ონლაინ მუშაობა. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკის მიერ მიღებული პოლიტიკა და ზოგადად კომპანიის განცხადებები მიუთითებს, ამ საკითხთან მიმართებით საკმაოდ დიდი ემოციური ინტელექტის ნაკლებობა არსებობს. ასეთი გადაწყვეტილება დღეისათვის ძალიან ცუდი იდეაა – ამიტომაცაა, რომ მსგავს რეჟიმს ვერც ერთი კომპანია აღწევს წარმატებით.
ყველაფერი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც Apple-მა საყოველთაო ვაქცინაციისა და Covid-19-ის ინფიცირების შემთხვევების შემცირების ფონზე ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ორშაბათს, სამშაბათსა ხუთშაბათს თანამშრომლებმა ოფისებიდან უნდა იმუშაონ, ხოლო ოთხშაბათსა და პარასკევს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა იარსებებს.
საგულისხმოა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი კომპანიისადმი დიდ პატივისცემას გამოხატავს, რადგან მან ახალი პოლიტიკის შესახებ საკმაო ხნით ადრე ისაუბრა, რათა თანამშრომლებმა იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ. თუმცა მაინც, უკმაყოფილება ამის თანმდევი ნაწილი აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ “ეფლს” არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია დისტანციურად მუშაობის პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.
ამასთან, სტატიაში მოცემულია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ეფლში დასაქმებულები ამ შემთხვევაში საღი აზრის ნაკლებობას განიცდიან.
1. თანამშრომელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, სამსახურიდან წავიდეს
კომპანიის 80 თანამშრომლის განცხადების თანახმად, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შესაძლოა, ასეთი მასშტაბის კომპანიისთვის 80 თანამშრომელი ძალიან ცოტაა, მაგრამ მათ მიღმა ძალიან ბევრი უკმაყოფილო პირი იმყოფება. Slack-ზე დაწყებული გამოკითხვის თანახმად, რომელშიც 1749 დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა, 90%-ისთვის “მდებარეობის მოქნილი ვარიანტები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია”. 58% წუხს იმის გამო, რომ ზოგიერთი კოლეგა დატოვებს ეფლს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობის არარსებობის გამო, ხოლო 37%-ის თქმით, თავად მოუწევთ წასვლა.
2. თანამშრომლებს არ შეეძლებათ სოციალური დისტანციის დაცვა
ალბათ, პანდემიის დასრულების შემთხვევაში, ეფლის ახალი პოლიტიკა ნაკლებ კრიტიკას დაიმსახურებს… მაგრამ ამ ეტაპზე ასე არ ხდება. მილიონობით ადამიანი რჩება აუცრელი, მათ შორის, ბავშვები. ეს მათ დაუცველს ხდის, რადგან პირი, რომელიც თავად არ ინფიცირდება, შესაძლოა ვირუსის გადამტანი მაინც აღმოჩნდეს. ამავდროულად, დელტა – უფრო ადვილად გადამდები და საშიში შტამი ამჟამად შეერთებულ შტატებში დომინანტია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი კომპანიებისთვის სოციალურო დისტანცირების პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ორგანიზაცია ამას ერთგვარი ბალანსით აღწევს – როდესაც კვირის დღეების მიხედვით გადანაწილებულია თანამშრომელთა ოფისიდან მუშაობის გრაფიკი, რათა ყველამ ერთად არ მოიყაროს თავი.
3. როგორც ჩანს, Apple არ უსმენს
თუკი Apple უფრო “ფრთხილად” შეეცდებოდა თანამშრომლების დარწმუნებას, რომ კომპანია ყურადღებას აქცევს მათ უპირატესობებსა და პრობლემებს, ახალი პოლიტიკა ყოველგვარი ნეგატიური განწყობილების გარეშე განხორციელდებოდა.
დავიწყოთ დისტანციურად მუშაობის დღეების არჩევით. 2020 წლის მაისიდან სტენფორდის მკვლევართა ჯგუფმა 30 000 ამერიკელი გამოჰკითხა – ძირითადი აქცენტი ონლაინ მუშაობის უპირატესობებს ეთმობოდა. სხვა კითხვებთან ერთად აქტიური იყო ის, თუ კვირის რომელ დღეებში ერჩივნა თითოეულ მათგანს ონლაინ მუშაობა. საგულისხმოა, რომ ოთხშაბათს უმეტესობას ოფისში ყოფნა ერჩივნა (ეს არის ერთ-ერთი დღე იმ ორიდან, როდესაც ეფლში ონლაინ მუშაობა იქნება შესაძლებელი).
ამას მოჰყვა Apple-ის მუდმივი ოპტიმალური ცნობები “ოფისში დაბრუნებული” ადამიანების შესახებ. ამ თვალსაზრისით უარყოფილი იქნა ის ნეგატიური განწყობა, რომელიც, შესაძლოა, დასაქმებულებს ჰქონოდათ. “ველოდები თქვენს ნახვას. ვიცი, რომ მარტო არ ვარ პირადი შეხვედრების, ერთობლივი ენერგიის, კრეატიულობის, თანამშრომელთა ხმის მონატრებაში” – წერდა კუკი თავის თანამშრომლებს.
თავიანთ წერილში თანამშრომლებმა, რომელთაც დისტანციურად მუშაობა სურთ, ამგვარი “ბრალდებების” შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათსა და ეფლის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული უფსკრული არსებობს. შესაბამისად, ისეთი დიდი და ძლიერი კომპანიის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა Apple, დასაქმებულები აქტიურად აპროტესტებენ იმას, რაც არ მოსწონთ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, Apple იმაზე აქცენტირებს, რომ კომპანიის საუკეთესო, ინოვაციური პროდუქტები ადგილზე მუშაობის შედეგად იქმნება. თუმცა თანამშრომლები ემპათიის ნაკლებობას განიცდიან… ეს ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ იმის გრძნობა, რომ მათ არ უსმენენ – ამას ვერც ერთი დამსაქმებელი გაუმკლავდება, მათ შორის, ვერც ეფლი.