თუკი ძაღლს ეძებთ და ამაში დიდი დრო გეკარგებათ, ლიეტუვაში შექმნილი ახალი აპლიკაცია, სახელად “GetPet” საშუალებას გაძლევთ, ეს პრობლემა მარტივად გადაჭრათ. მას შემდეგ, რაც აპლიკაციას თქვენს სმარტფონებში გადმოწერთ, იგი დაიწყებს იმ ძაღლების სურათების შემოთავაზებას, რომლებიც “ხელმისაწვდომები” არიან. თუკი რომელიმე ძაღლი მოგეწონებათ, მის ფოტოზე დიდის დაჭერით გადახვალთ მისსავე პროფილზე სადაც სხვა სურათების ნახვაც შეგეძლებათ. ძაღლის პროფაილი ასევე მოიცავს სქესს, ასაკსა და სხვა დამატებით ინფორმაციასაც.

როდესაც იპოვით ისეთ ძაღლს, რომელიც მოგწონთ, შეგეძლებათ წახვიდეთ მის მოსანახულებლად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილს დათქვამთ და თუ თქვენს იმედებს გაამართლებს, მაშინვე შეგეძლებათ მისი სახლში წაყვანა. ასევე, პირველი ორი კვირის განმავლობაში დაგეხმარებათ მენტორი, რომელმაც კავშირი დაამყარა თქვენსა და ძაღლს შორის, იგი რჩევებს მოგცემთ მისი მოვლის შესახებ.

აპლიკაცია გეგმავს, დროთა განმავლობაში დაამატოს კატები და სხვა ცხოველებიც. აღსანიშნავია, რომ GetPet ტინდერის მოტივებზეა შექმნილი და ანალოგიური სპეციფიკით მუშაობს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, აპლიკაცია იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს გაუმარტივდეთ შინაური ცხოველების მოძიება.










