3
May
2019

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ლექსებს გიძღვნით

3 May 2019

veon
veon


Google ხშირად უჭერს მხარს ინოვაციურ პროექტებს, განსაკუთრებით, თუ ეს ხელოვნურ ინტელექტს ეხება. შემდეგი ასეთი პროექტი PoemPortraits აღმოჩნდა, აპლიკაცია, რომელიც თქვენს სელფიზე ლექსს დაწერს. ამისათვის, ხელოვნურ ინტელექტთან უნდა ითანამშრომლოთ – შესთავაზოთ ერთი სიტყვა და გადაიღოთ ფოტო. ამ სიტყვისა და ფოტოს კომბინაციით, ის თქვენ ლექსს მოგიძღვნით.

აპლიკაცია Google’s Arts & Culture Lab-ისა და პროგრამისტ როს გუდვინის დიდხნიანი კოლაბორაციის შედეგია. როსმა შექმნა პროგრამა, რომელიც პოეზიას ქმნის. მან ასწავლა ხელოვნურ ინტელექტს მე-19 საუკუნის პოეზია, უფრო კონკრეტულად კი, 25 მილიონი სიტყვა. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით წერს PoemPortraits ლექსებს.

საკუთარი PoemPortraits-ის შექმნა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.

 

განხილვა