in

13+ / 16+ / 18+ — App Store-მა ასაკობრივი შეზღუდვის ჩამონათვალი განაახლა

თუ აქამდე ეფლის აპლიკაციებზე 12+ და 17+ ასაკობრივ შეზღუდვას ხედავდით, ახლა იგი 13+, 16+ და 18+ შეზღუდვებით შეიცვალა და ასე არსებულ 4+ და 9+ შეფასებებს დაემატა. ამასთან, აპლიკაციის ავტორებს ასაკთან დაკავშირებით ახალ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ, რათა აპლიკაციაში სენსიტიური კონტენტის იდენტიფიცირება მოახერხონ. ხოლო, თუ დასჭირდებათ, დეველოპერები თავიანთი აპლიკაციების ასაკობრივი შეზღუდვის განახლებასაც შეძლებენ. 

კომპანიის თქმით, ისინი ავტომატურად განაახლებენ ყველა აპლიკაციასა და თამაშს, რომლებიც App Store-ში გვხვდება, რათა ახალ სისტემასაც ესადაგებოდეს. ეს უკანასკნელი კი iOS 26-ის, iPadOS 26-ის, macOS Tahoe 26-ის, tvOS 26-ის, visionOS 26-ისა და watchOS 26-ის ბეტა ვერსიებშია ხელმისაწვდომი. საჯარო ბეტა ვერსია რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა, ყველა მომხმარებლისთვის კი ხელმისაწვდომი სექტემბერში გახდება. 

განახლებული სისტემის ფარგლებში დეველოპერებს მოუწევთ, ეფლს შეატყობინონ აპლიკაციის შესაძლებლობების შესახებ, უპასუხონ კითხვებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამედიცინო, კეთილდღეობასა და ძალადობასთან დაკავშირებული თემები. შემდგომ კი მიღებული პასუხების საფუძველზე ეფლი შესაბამის ასაკობრივ რეიტინგს გამოთვლის, რომლის ნახვა და შეცვლა უკვე App Store Connect-ში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული შეფასებები მშობლებს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმ აპლიკაციების შესახებ, რომელთა ჩამოტვირთვაც მათ შვილებს სურთ, თუნდაც ისეთების, რომლებიც მათ ასაკობრივ კატეგორიას აღემატება… აღსანიშნავია, რომ App Store ისეთ ჩანართებში, როგორებიცაა Today, Games და Apps, საერთოდ არ განათავსებს კონტენტს, რომელიც ბავშვის ასაკისთვის შეუსაბამო იქნება. 

რაც შეეხება უშუალოდ ასაკობრივი შეზღუდვის განახლებას, ბავშვების უსაფრთხოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ონლაინ სივრცეში…

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა

შეთავაზებები სარესტორნო ბიზნესს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში