როგორც ჩანს, ქართული App Store ნაწილობრივ უკვე ამუშავდა. იმის შესახებ, რომ აპრილში, შესაძლოა, უკვე გვქონოდა ქართული App Store ცოტა ხნის წინ ვწერდით, ახლა კი Apple-ის ერთ-ერთი მომხმარებელი – ლაშა შეყილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას უკვე ქართული App Store-ის გამოყენება შეუძლია. მან უკვე მიაბა ანგარიშს კუთვნილი ბარათი და აპლიკაციის ყიდვაც შეძლო. ამისათვის მან ახალი ID საიტიდან დაარეგისტრირა, მონიშნა საქართველო, მიაბა ქართული ბარათი, ამის შემდეგ კი ფასიანი აპლიკაციების გადმოწერაც შეძლო. მართალია დოლარში, თუმცა, როგორც ის ამბობს, ანგარიშიდან ლარის ექვივალენტი იჭრება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ქართულ App Store-ს ხარვეზები აქვს. მაგალითად, ლაშამ Apple Music-ის გააქტიურება ვერ შეძლო, გარდა ამისა, მომხმარებელთა ნაწილის შემთხვევაში, ქართული App Store ჯერ კიდევ არ ჩანს.
ჯერჯერობით, ქართული App Store-ის ქონა ახალი ID-ის გახსნის შემდეგაა შესაძლებელი (ამასაც მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილი ახერხებს). უკვე არსებული ანგარიშის ქართულ App Store-ში გადაყვანა, ამ ეტაპზე, არ არის შესაძლებელი. ამ საკითხზე აქვეყნებს პოსტს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – მიხეილ ბატიაშვილიც.
https://www.facebook.com/misha.batiashvili.7/posts/10207103807789850