in ,

Apple-ის ოფიციალური ცნობით, 2020 წელს ქართული App Store გვექნება

Apple-ის დეველოპერების პორტალზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კომპანია App Store-ს აფართოვებს და ის 20 ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ვხვდებით საქართველოსაც. Apple-ის მიერ გამოქვეყნებული ანონსი მოუწოდებს დეველოპერებს განაახლონ ინფორმაცია 2020 წლის 10 აპრილამდე, იმისათვის, რომ მათი აპლიკაციები ამ ქვეყნების App Store-ებზეც იყოს ხელმისაწვდომი. რაც ნიშნავს, რომ App Store-ის ტერიტორიული გაფართოება სწორედ ამ თარიღიდან შეიძლება დაიწყოს. თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტი დრო, რომელი თვიდან გახდება ეს სერვისი ხელმისაწვდომი ამ ქვეყნებში, გაცხადებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, App Store ხელმისაწვდომია 155 ქვეყანაში. შემდეგი 20 ქვეყანა, სადაც ეს სერვისი 2020 წელს გამოჩნდება, ქვემოთ სრულადაა ჩამოთვლილი.

  • Afghanistan
  • Gabon
  • Cote d’Ivoire
  • Georgia
  • Maldives
  • Serbia
  • Bosnia and Herzegovina
  • Cameroon
  • Iraq
  • Kosovo
  • Libya
  • Montenegro
  • Morocco
  • Mozambique
  • Myanmar
  • Nauru
  • Rwanda
  • Tonga
  • Zambia
  • Vanuatu

ქართველი მომხმარებლები აქამდე App Store-ის გამოყენებისთვის სხვადასხვა გზას მიმართავდნენ. მაგალითად, სასაჩუქრე ბარათების შეძენის გზით ცდილობდნენ ონლაინ მაღაზიაში გამოსაყენებელი ბალანსი ჰქონოდათ. ქართული App Store-ის ამუშავების შემდეგ კი ისინი შეძლებენ როგორც საქართველოს ბაზარზე მორგებული აპლიკაციების მიღებას, ასევე, ქართული ბანკების ბარათებით გადახდას.

როგორ ვუშველოთ თავსა და ბიზნესს კორონაკრიზისის დროს?

„ბრიტანული ცენტრი“ სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა