ეფლმა საკმაოდ უხმაუროდ ჩაუშვა App Store-ის ვებვერსია, რითაც ახალი გზა შემოგვთავაზა აპლიკაციების ჩასატვირთად ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა iPhone, iPad, Mac, Watch, TV და Vision Pro. დიზაინი უფრო თანამედროვედ გამოიყურება, თუმცა პირდაპირ აქედან მაინც ვერაფერს დაარეგისტრირებთ. ამ ეტაპისთვის, მაინც…
საქმე იმაშია, რომ ადრე სტატიკური apps.apple.com-ის საიტი დინამიკურ ველად გადაკეთდა, რომელიც ზუსტად იმეორებს App Store-ს — მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ დაათვალიერონ სიები, რომლებიც სავსეა რედაქციულად მნიშვნელოვანი მომენტებით, ტოპ ჩარტებით, განახლებებით, კონფიდენციალურობის ეტიკეტებით, ჯილდოებითა და კატეგორიის ტეგებით. ხოლო პლატფორმებს შორის გადართვას და ეკოსისტემის დათვალიერებას ნებისმიერი ბრაუზერიდან ჩამოსაშლელი მენიუ აადვილებს.

ეს კი ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია საიტის ძველი ვერსიიდან, რომელიც მომხმარებლებს მხოლოდ App Store-ის აპლიკაციაში ამისამართებდა. თუმცა რაღაც ფუნქციები მაინც აკლია, მაგალითად Apple ID-ით შესვლის ფუნქცია არ აქვს და არც დისტანციურად ინსტალირებას გვთავაზობს.
მიუხედავად ამისა, Android-ის მომხმარებლებს, სხვა პლატფორმების დეველოპერებს და ნებისმიერ პირს, რომელსაც არ აქვს Apple-ის მოწყობილობები, ახლა თავისუფლად შეეძლება ეკოსისტემის შესწავლა. ამგვარად კი აღნიშნული უბრალო კოსმეტიკურ განახლებაზე ბევრად მეტია…
ამ ეტაპისთვის App Store-ის ვებვერსია უფრო აღმოსაჩენ ინსტრუმენტად გვევლინება, ვიდრე სრულად ფუნქციონირებად ცენტრად. თუმცა, უფრო გლუვი ნავიგაციით, ფართომასშტაბიანი წვდომითა და გაუმჯობესებული ძიებით Apple, შესაძლოა, დიდი პროექტისთვის ამზადებდეს საფუძველს.











