21
აგვ
2017

აპლიკაცია VEON-ით სარგებლობა უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც არის შესაძლებელი

21 აგვ 2017

მობილური აპლიკაცია VEON არის ციფრული ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რისი ხილვაც მობილური ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებელს სურს ერთ პლათფორმაზე: ჩეთი, ინტერნეტ ზარები, პოპულარული კონტენტი, რეიტინგული არხები,  როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ექსკლუზიური შეთავაზებები.

BOG PLUS

VEON-ით სარგებლობა საქართველოში არსებული ყველა მობილური ოპერატორის აბონენტისთვის არის შესაძლებელი.

ლოკალური პარტნიორების აბონენტებისთვის  აპლიკაცია არ მოიხმარს ინტერნეტს.

საქართველოში VEON-ის  ლოკალური პარტნიორია Beeline, რომლის მომხმარებლისთვის  მობილური სერვისების სამართავად აპლიკაციაში ჩაშენებულია პირადი კაბინეტი .

VEON-ის გადმოწერა და სარგებლობაც უკვე  შესაძლებელია IOS  და ანდროიდის საოპერაციო სისტემების მქონე მოწყობილობებით.

VEON-ის აპლიკაციის განვითარებასთან ერთად,  მომხმარებლები მომავალში კიდევ უფრო მრავალეროვანი სერვისებით სარგებლობას შეძლებენ.  ამის უზრუნველსაყოფად, ახალი პარტნიორების შეძენის პარალელურად, აპლიკაციას მუდმივად დაემატება ახალი მომსახურებები; აბონენტები მუდმივად მიიღებენ მათი მოთხოვნის შესაბამის ექსკლუზიურ შეთავაზებებს.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ გვერდს: www.veon.ge

 

[R]

განხილვა