in

19 სექტემბერს APPARAT თბილისში!

Apparat-cover

Apparat გერმანელი მუსიკოსის საშა რინგის პროექტია, რომელიც 90-იანი წლებიდან ქმნის მუსიკას. 2001 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი Multifunktionsebene, რომელსაც კიდევ 6 სტუდიური ალბომი მოჰყვა. 2003 და 2006 წლებში საშა რინგმა ითანამშრომლა ცნობილ გერმანელ მუსიკოსთან, ელენ ალიენთან, ალბომებისთვის Berlinette და Orchestra of Bubbles. პარალელურად იგი აკეთებდა კოლაბორაციულ პროექტებს Modeselektor-თან. მათი თანამშრომლობის შედეგია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ პროექტი Moderat, რომელიც უკვე ორ ალბომს და უამრავ ლაივ კონცერტს ითვლის. 2009 წელს ყველაზე პოპულარულმა ელექტრონული მუსიკის ვებ ჟურნალმა Resident Advisor-მა  Moderat წლის საუკეთესო ლაივ აქტად დაასახელა, ამ სიაში ეს პროექტი მომდევნო წელსაც მოხვდა. Moderat-ის ყველაზე წარმატებული ალბომი Moderat II 2013 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც საშა რინგი თავის სოლო პროექტებს მიუბრუნდა.

2013 წელს გერმანელმა დრამატურგმა Sebastian Hartmann-მა მას ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური მხარე ჩააბარა, რისი შედეგიცაა ალბომი Krieg und Frieden (Music for Theatre). სწორედ ამ ალბომს დაეფუძნა Apparat-ის უახლესი ტურნე, სახელწოდებით Soundtracks Live. იგი  ამ პროექტს Transforma-სთან ერთად ახორციელებს. Transforma გერმანული ვიზუალ არტისტების პროექტია, რომელსაც Apparat-ის გარდა უთანამშრომლიათ Depeche Mode-ს Martin Gore-თან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან.  Soundtracks Live-ის ტურნე აგვისტოს თვეში იწყება და მუსიკალურად იგი მოიაზრებს როგორც საშა რინგის ახალ ნამუშევრებს, მის ადრინდელ კომპოზციებს სხვადასხვა ალბომებიდან.

19 სექტემბერი

23:00 Nikakoi & Natalie Beridze TBA
01:30 Apparat live- Soundtracks
03:30 The Forest

მისამართი: ახმეტელის ქუჩა # 10ა
(საქართველოს კინო სტუდიის მეხუთე პავილიონი)

ბილეთები გაიყიდება 25 ივლისიდან ვებ საიტზე: www.eventer.ge

ბილეთის ფასი: 20 ლარი (1 სექტემბრამდე)
30 ლარი (1 სექტემბრიდან)

https://www.facebook.com/events/1130656953616308/

საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიზაციის პროექტის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

15 აგვისტო! DOCTOR DRU – მანდარინში!