in

Apple-მა ახალი 13-ინჩიანი MacBook Pro წარადგინა – განახლებული კლავიატურა და Intel-ის მეათე თაობის პროცესორი

veon
veon

Apple-მა MacBook Pro სერიის 13-ინჩიანი მოდელის ახალი ვერსია წარადგინა. გარდა იმისა, რომ ეს 13 ინჩიანი MacBook Pro-ს უახლესი ვერსიაა, ეს კონკრეტული მოდელი Apple-ისთვის Butterfly კლავიატურის „ერის“ დასასრულის მაუწყებელია. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კლავიატურას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, ახალ მოდელში კი მას ვერ ვხვდებით. გარდა განახლებული კლავიატურისა, ახალი MacBook Pro აღჭურვილია Intel-ის მეათე თაობის პროცესორით.

13 ინჩიანი MacBook Pro-ს ფასი 1 299 დოლარიდან იწყება და რა თქმა უნდა, კონფიგურაციის შესაბამისად, ცვლადია. 1299 დოლარად შესაძლებელია 1,4 მეგაჰერციანი მერვე თაობის Intel Core i5-ით აღჭურვილი მაკბუკის ყიდვა, რომელსაც 8GB-იანი ოპერატიული და 256GB შიდა მეხსიერება ექნება. როგორც ხედავთ, აქ არ გვხვდება ზემოთ ხსენებული Intel-ის მეათე თაობის პროცესორი. მისით აღჭურვილი და შესაბამისად, უფრო მძლავრი კონფიგურაციის მქონე მოდელის ყიდვა უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ინტელის მეათე თაობის პროცესორს 4,1 მეგაჰერცზე შეუძლია მუშაობა, ახალი Intel Iris მაკბუკის ეკრანს 6K გარჩევადობაზე ამუშავებს. აღსანიშნავია, რომ მოდელის შიდა მეხსიერების გაზრდა 256GB-იდან 4 ტერაბაიტამდეა შესაძლებელი.

ელენე ოთარაშვილი

რა გეგმები აქვს Radisson Collection-ის ახალ გენერალურ მენეჯერს ელენე ოთარაშვილს?

6 მაისს „ონლაინ“ ღონისძიება „ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“ გაიმართება