in

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები Apple-ის დღევანდელი ღონისძიებიდან!

თითოეული განახლებული მოწყობილობა 100%-ით გადამუშავებული მასალისგან შედგება

veon
veon

დღეს, 14 სექტემბერს Apple-მა თავის ონლაინ ღონისძიებაზე არსებული პროდუქტების გაუმჯობესებული ვერსიები წარადგინა. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ კომპანიის განვითარების გზა გარემოს ზრუნვაზეა ორიენტირებული – თითოეული განახლებული მოწყობილობა 100%-ით გადამუშავებული მასალისგან შედგება. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიური გავლენის გავრცელებას.

iPhone 13

iPhone 13-ს ინტერფეისში საინტერესო ცვლილებები ვიხილეთ – მათ შორისაა A15 Bionic ჩიპი, რომელიც სმარტფონის მუშაობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

იგი ვიზუალურად წინამორბედ მოდელს ჰგავს, თუმცა მას უფრო მცირე კუნძული ახასიათებს. ასევე, ეკრანი დამზადებულია LTPO მეთოდით, რომელსაც ეფლი უკვე იყენებს თავის საათებში. როგორც გავიგეთ, ახალი სმარტფონი უფრო მტკიცეა ნებისმიერი სახის დაზიანების მიმართ. ამასთან, ახალი, უფრო ძლიერი ელემენტის მეშვეობით, iPhone 13 1.5 საათით უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე iPhone 12.

ეკრანისა და კამერის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. XDR ეკრანის წყალობით, მისი გამოსახულება მეტად გაუმჯობესებულია და ფოტოგრაფებისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ამას ემატება 1200 ნიტი – სიკაშკაშის საზომი ერთეული, რაც მედია ფაილებს მეტ სიკაშკაშეს, სინათლეს ანიჭებს.

ასევე, ახალ სმარტფონს გააჩნია ე. წ. Cinematic Mode, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავს წარმოადგენს – როგორც ონლაინ პრეზენტაციაზე იქნა ნაჩვენები, მისი მეშვეობით, შთამბეჭდავი კინო-კადრების გადაღებაა შესაძლებელი. ვინ იცის, იქნებ სულ მალე iPhone 13-ით გადაღებული ფილმების ტრიადაც ვიხილოთ…

გარდა ამისა, iPhone 13 ProRes-ის მხარდაჭერასა და პორტრეტის რეჟიმის ვიდეოში გამოყენების საშუალებასაც გვაძლევს. iPhone 13 mini-ს ღირებულება $699-ს, ხოლო iPhone 13-ის 799 დოლარს აღწევს.

რაც შეეხება iPhone 13 Pro-ს, რომელიც 4 ფერშია ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მრავალფეროვან მახასიათებლებს გვთავაზობს – მათ შორისაა 3 კამერა. თითოეული მათგანი ისეთ ასპექტებს უზრუნველყოფს, როგორიცაა ახლო ფოკუსი, დაბალი განათებისას მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება და გაფართოება. სწორედ ამიტომ, მისი მეშვეობით იდეალური მედია ფაილების მიღებაა შესაძლებელი.

ჩვეულებრივ, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max A15 Bionic ჩიპს, XDR და OLED ეკრანს მოიცავს.

iPad

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, განახლებული iPad და iPad Mini საუკეთესო მოდელებია, რაც კი ოდესმე შექმნილა. A13 Bionic ჩიპზე დაფუძნებული პროდუქტები 12 მეგაპიქსელამდე გაუმჯობესებულ კამერას, 5G-ს, LTE-ს, უფრო დიდი ხანგრძლივობის ელემენტს, დახვეწილ კლავიატურას, ეფლის პირველი თაობის ფანქარს და USB-C პორტს მოიცავს.

მთლიანობაში, ორივე მოდელი მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. იგი ბევრად ჩქარა მუშაობს, ვიდრე მათი წინამორბედები.

Apple Watch Series 7

რაც შეეხება ეფლის ჭკვიანი საათს, ის ნამდვილად გვაოცებს თავისი ინოვაციური ცვლილებებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მისი ეკრანი 20%-ით გაიზარდა – ამრიგად, მომხმარებლებს უფრო კომფორტულად შეეძლებათ სრული შეტყობინებების წაკითხვაც. თანაც, საათი IP6X სერთიფიკატს ფლობს.

იგი ველოსიპედების მომხმარებლებს და შესაბამისად e-bikes-ს უჭერს მხარს. სწორედ მისი მეშვეობით გაიგებთ კალორიების წვის რაოდენობას, როგორია თქვენი გულისცემა, რამდენად კარგად გძინავთ და ა. შ. ამასთან, ჭკვიანი საათის აპლიკაციები ორიენტირებულია მომხმარებლის შინაგან სიმშვიდესა და მედიტირებაზე.

ამასთან, საათი უკავშირდება აპლიკაციაც Apple Fitness+-ს, რომელიც ვარჯიშების მრავალგვარ სერიას გვთავაზობს და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში გვეხმარება.

თანაც, გარდა იმისა, რომ საათი სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი, განსხვავდება მისი სტილიც – იქნება ეს სპორტული თუ კლასიკური. ეს კი კიდევ უფრო ზრდის არჩევანის მასშტაბს.

რატომ ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს?

როგორ გაჩნდა Airbnb-ის იდეა?