in ,

სად ვუყუროთ Apple-ის 15 სექტემბრის ღონისძიება Time Flies-ს – რას ველოდებით

Apple, 15 სექტემბერს, ღონისძიება Time Flies-ს გამართავს, რომელიც თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. ღონისძიებისთვის თვალის მიდევნება, უკვე ტრადიციულად, ონლაინ Apple-ის ვებგვერდზე შეგვეძლება (https://www.apple.com/apple-events/).

ჩვეულებრივ, სექტემბერი ახალი iPhone-ის წარდგენის თვეა, თუმცა, როგორც ამბობენ, შესაძლოა 15 სექტემბრის ღონისძიებაზე iPhone-ის ახალი მოდელი სულაც ვერ ვიხილოთ და ეს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეფერხების შედეგი შეიძლება იყოს. ღონისძიების სათაური – Time Flies, მის ფოკუსზეც მიგვანიშნებს. ასე რომ, შეიძლება ახალ Apple Watch-ს უფრო ველოდოთ, ვიდრე iPhone-ს.

როგორც ამბობენ, Time Flies iPhone-ებისა და Mac-ების ნაცვლად, iPad-ებსა და Apple Watch-ებზე იქნება ორიენტირებული. „რუმორებს“ თუ დავუჯერებთ, მოსალოდნელია ორი ახალი Apple Watch-ის წარდგენა, ასევე ახალი iPad Air-ის გამოჩენა. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია ზედმიწევნით იმის თქმა, თუ რა პროდუქტებს წარადგენს კომპანია დღევანდელ პრეზენტაციაზე. შესაბამისად, თუ iPad-ებითა თუ Apple Watch-ებით არ ხართ დაინტერესებული, შესაძლოა, პრეზენტაციისთვის თვალის მიდევნება მაინც ღირდეს.

ახალი გასტრონომიული დუქანი „პური გულიანის“ შემქმნელებისგან

შემოდგომის ლეგენდა 2020 იწყება!