in

Apple-ის 1979 წლის სათვალე აუქციონზე იყიდება

Apple-ის ფერადი ისტორიის ნაწილი ახალ სახლს ეძებს — 1979 წელს ბრენდის თანადამფუძნებლისთვის, სტივ ვოზნიაკისთვის ე. წ. ცისარტყელა სათვალე შექმნეს, რომელიც ახლა აუქციონზე იყიდება.

BOG
BOG

ეს უნიკალური სათვალე ეფლის საკულტო ლოგოს ფორმას იმეორებს, უბრალოდ ცისარტყელას ფერების სპექტრში. მისი სავარაუდო ღირებულება ამ ეტაპზე 5 500 დოლარამდე მერყეობს, თუმცა აუქციონზე ბრენდის ბევრი სხვა ნივთიცაა წარმოდგენილი — მათ შორისაა ჩეკი სტივ ჯობსის ხელმოწერით, მისივე სავიზიტო ბარათი და კინოს ბილეთიც კი.

2003 წლის 23 აგვისტოს კინოს ბილეთს, რომელიც „კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის“ იყო განკუთვნილი, სტივ ჯობსის ხელმოწერა ახლავს თან. ამბავიც საკმაოდ სახალისოა: როგორც ჩანს, ჯობსმა კინოში მის წინ მჯდომ პიროვნებას სკამის ოდნავ გადაწევა სთხოვა, გაკვირვებულმა მაყურებელმა კი საპასუხოდ ავტოგრაფი სთხოვა.

გარდა ამისა, აუქციონზე წარმოდგენილია ვინტაჟური კომპიუტერები და თანამშრომლების სვიტერები.   

5 რამ, რაც კარგ ხელმძღვანელებს აერთიანებთ

თიბისის მხარდაჭერით, სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება