in

Apple-ის რეკლამა, რომელიც არაფერს აჩვენებს, მაგრამ ყველაფერს აღწევს

Apple-ის “1984”, რომელიც Macintosh კომპიუტერის გაშვებას ეხება, უდავოდ ყველა დროის საუკეთესო რეკლამაა. თუმცა თავის დროზე სატესტო ჯგუფების მაყურებლებს სძულდათ იგი, ზოგიერთმა ყველაზე საშინლის სტატუსიც კი მიანიჭა. საბოლოო ჯამში კი საზოგადოებაში იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ მას დღემდე საკულტო ნამუშევრად განიხილავენ.

რეკლამის უჩვეულო სცენარს ცნობილი რეჟისორი რიდლი სკოტიც გამოეხმაურა: „ღმერთო ჩემო, არ ამბობენ რა არის. არ აჩვენებენ რა არის და არც კი ამბობენ, რას აკეთებს. ეს იყო რეკლამა, როგორც ხელოვნების ფორმა. ეს წარმოუდგენლად ეფექტური იყოს“.

იმის ნაცვლად, რომ კომპანიას კომპიუტერის მახასიათებლებზე ესაუბრა, გარკვეულწილად ხალხის შიშს დაუპირისპირდა. საუბარია ზოგადად ტექნოლოგიების და იმის შიშზე, რომ კომპიუტერების ადამიანებს გააკონტროლებდნენ და უბრალოდ მანქანების უსულო ნაწარმად ვიქცეოდით. ამიტომაც შეირჩა 1984-ის თემატიკა, სიმბოლური თანხვედრით — პირველი მაკინტოში სწორედ 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა.

და თქვენ ნახავთ, რატომ არ იქნება 1984 1984-ის მსგავსი…

წყარო: The Drum

ბაქტერიებით შექმნილი ბიობატარეები კვირების განმავლობაში მუშაობს

ნახეთ პრინტ ნამუშევრები, რომლებიც ACAG-ის სააგენტოებმა ტექდათვალიერების თემატიკაზე შექმნეს