2012 წლის Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა კონფერენცია(WWDC) 11 ივნისს გაიმართა.
კონფერენცია საინტერესოდ დაიწყო, ის სირიმ გახსნა, ტექსტი გაჯერებული იყო იუმორით/
ჩემი ფავორიტი:
“სერიოზულად, მე მომწონს ახალი სამსუნგი, ოღონდ სამსუნგის ტელეფონი არა, მაცივარი”
სრული ვიდეო იხილეთ აქ
ახლა კი სხვა სიახლეები, რაც დაანონსდა
1) Macbook air – რომელიც უფრო იაფი ეღირება და დაემატება USB 3.0. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ე.წ რეტინა დისპლეი მას არ ექნება
2)ახალი თაობის Macbook Pro , რომელსაც მოიხსენიეს,როგორც “Apple-ის ყველაზე ლამაზი ლეპტოპი” . გარდა სილამაზისა შთამბეჭდავია მისი მონაცემებიც, ახალი თაობის პროცესორი,SSD, რეტინა დისპლეი (15 მონიტორზე) და ა.შ მისი ფასი კი 2200$ დან დაიწყება.
3) განახდლა ოერაციული სისტემა Lion-იც, მის ახალ ვერსიას mountain lion(მთის ლომი) ქვია, გაყიდვაში კი როგორც დღეს ითქვა 1 თვეში გამოვა.
4) iOS 6 , როგორც ითქვა მას აქვს 200 მდე ახალი ფუნქცია, სისტემაში კიდევ უკეთაა ინტეგრირებული Facebook-ი,ასევე გაუმჯობესებულია თავად Siri-ც.
5) ახალი Safari, რომელზეც გვპირდებიან, რომ ძალიან სწრაფი იქნება. (უკანასკნელი სტატისტიკით და კვლევით სულ უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს მას, ახლა Chrome-ის დროა) ვნახოთ გაამართლებს თუ არა იგი მოლოდინს.
გარდა ამ მთავარი განახლებებისა იყო ისეთებიც, როგორიცაა Facetime-ის დახვეწა,განახლებული 3D რუკები, VIP mail და ა.შ