in ,

Apple-მა წლის აპლიკაციები და თამაშები დაასახელა!

დაწყებული კინემატოგრაფიული აპლიკაციებით და გაგრძელებული იმერსიული თამაშებითა თუ ხელსაწყოებით, ეფლის 2024 App Store Awards-ში ყველაფერს იხილავთ. სახელები, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ხაზს უსვამს შემოქმედებითობას, ინოვაციურობასა და კულტურულ გავლენას, რომელიც საფუძვლად უდევს ეფლის ეკოსისტემას.

ჩვენ პატივს მივაგებთ დეველოპერთა შთამბეჭდავ ჯგუფს, რომელიც ეფლის მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ძალით სარგებლობს, რათა უზრუნველყოს გამოცდილებები, რომლებიც მომხმარებელთა ცხოვრებას ამდიდრებს და სიღრმისეული გავლენა აქვს საკუთარ საზოგადოებებზე. წლის გამარჯვებულების შესანიშნავი მიღწევები აჩვენებს წარმოუდგენელ შემოქმედებითობას, რომელიც აპლიკაციების საშუალებით შეგიძლიათ, მიიღოთ, — აცხადებს ტიმ კუკი, Apple-ის CEO.

ამგვარად, ქვემოთ iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple Arcade-ის, Apple Watch-ის, Apple TV-ისა და Apple Vision Pro-ს 2024 წლის ტოპ თამაშებსა და აპლიკაციებს გაგაცნობთ:

iPhone 

iPhone App of the Year: Kino

მარტივად რომ გითხრათ, თქვენს iPhone-ს პატარა კინოთეატრად გარდაქმნის… კინორეჟისორებს აწვდის ხელსაწყოებს, რომლებითაც შეუძლიათ, კინემატოგრაფიული ვიდეოები, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შექმნან. ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Instant Grade და AutoMotion კადრებს პროფესიონალურ დონეზე ასუფთავებს, Log კი წარმოების პროცესში მაღალი ხარისხის შედეგებზეა პასუხისმგებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Kino ყოველდღიურ მომენტებს რილსის ღირს კონტენტად აქცევს.

iPhone Game of the Year: AFK Journey

ტაქტიკური როლური თამაშია საოცარი ვიზუალებითა და სტრატეგიებით. 40-ზე მეტი გმირითა და კონფიგურაციის მრავალი შესაძლებლობით ფანტასტიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.

iPad

iPad App of the Year: Moises

როგორც ამბობენ, საოცნებო ხელსაწყოა მუსიკოსებისთვის, ხმის დანაწევრებიდან ტემპის შეცვლამდე, აქ AI-ით ყველაფერია შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, მომღერალი ხართ, გიტარისტი თუ დრამერი, Moises თქვენი პერსონალური ასისტენტის როლს მოირგებს. 

iPad Game of the Year: Squad Busters

ბრძოლაა, რომელშიც 10 მოთამაშესთან ერთად შეგიძლიათ, ჩაერთოთ. შეაგროვოთ ძვირფასი ქვები, აჯობოთ ოპონენტებს და განავითაროთ პერსონაჟები ულტრა ვერსიებად.


Mac
Mac App of the Year: Adobe Lightroom

ფოტოების რედაქტირების ძლიერი ხელსაწყოებით წლის აპლიკაციის ტიტული საკმაოდ მარტივად მოიპოვა Adobe Lightroom-მა. ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Generative Remove და Lens Blur რედაქტირების პროცესს ამარტივებს, როცა Adaptive Presets სწრაფი ცვლილებების განხორციელებაში გეხმარებათ. თუმცა გვეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ რედაქტირების კი არა, ფოტოების მთლიანი ბიბლიოთეკის ორგანიზებისთვის იდეალური პლატფორმაა. 

Mac Game of the Year: Thank Goodness You’re Here!

სათავგადასავლო თამაში Barnsworth-ის ქალაქში გამოგზაურებთ, როგორც გიდს. იუმორით გაჯერებულია და არც აბსურდული დავალებები აკლია. ამიტომ, ერთფეროვნებისგან მშვენიერ დასვენების საშუალებად გამოდგება. 

Apple Arcade

Apple Arcade Game of the Year: Balatro+

პოკერს და ბანქოს სხვა თამაშებს ჰიპნოზურ სათამაშო გამოცდილებად აქცევს. ხოლო უსასრულო კომბინაციები და 150-ზე მეტი უნიკალური ჯოკერი მეტად აზარტულს ხდის მას.

Cultural Impact Winners
Oko

ტექნოლოგიებს იმისთვის იყენებს, რომ მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს ქუჩებში უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად ნავიგაციაში დაეხმაროს. 

EF Hello

AI-ით გაძლიერებული აპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი დონის მოსწავლეს დაეხმარება საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში.

DailyArt

მომხმარებლების საუკუნის ნამუშევრებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას კვებავს და ხელოვნების სამყაროსგან გაქცევას სთავაზობს მათ.

NYT Games

New York Times ყოველდღიურად ამარაგებს მკითხველებს თავსატეხებითა და თამაშებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მარტივი აქტივობებით მათთან კავშირის გაძლიერებას ემსახურება.

The Wreck

ინტერაქციული ნარატივი კინემატოგრაფიულ სთორითელინგს იყენებს, რათა კრიზისის დროს ადამიანის გონების კომპლექსურობაში ჩაიძიროს.

Do You Really Want to Know 2

აივ ინფექციასთან ერთად ცხოვრების ნიუანსებს უსვამს ხაზს, საგანმანათლებლო რესურსებსა და ხელსაწყოებს სთავაზობს მომხმარებლებს, რათა მათ საყვარელ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საუბრები გაუმარტივონ. 

Apple Watch

Apple Watch App of the Year: Lumy

პერსონალიზებული განრიგითა და შემახსენებელი შეტყობინებებით მომხმარებლებს მზეზე ყოფნის დღიური დოზის შესახებ აცნობებს.

Apple TV

Apple TV App of the Year: F1 TV

ფორმულა 1-ის Live-ში ყურებას სთავაზობს მომხმარებლებს ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა მძღოლის მხარეს ჩაშენებული კამერა და ექსკლუზიური დოკუმენტური ვიდეოები, რითაც აუცილებელ აპლიკაციად გვევლინება რბოლის მოყვარულებისთვის.

Apple Vision Pro 

Apple Vision Pro App of the Year: What If…? An Immersive Story

ასე Disney+ Marvel-ის სამყაროს აცოცხლებს. ეს ინტერაქციული გამოცდილება საოცარ ვიზუალებს აუდიოს უსაბამებს და შერეულ თუ ვირტუალურ რეალობაში უსასრულო შესაძლებლობებს გვპირდება.

Apple Vision Pro Game of the Year: THRASHER: Arcade Odyssey

დაბოლოს, THRASHER-ის თამაშში მომხმარებლებმა კოსმოსური გველი უნდა აკონტროლონ და დაბრკოლებებს, ასევე, კოსმოსური ხელსაწყოებით გაუმკლავდნენ. 

აღსანიშნავია, რომ Apple-მდე, Google-ის წლის საუკეთესო აპლიკაციებისა და თამაშების შესახებ გავიგეთ. 

გაიცანით ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთ რეგიონში გარემოსდაცვითი პროექტები განახორციელეს

შეუცვლელი ადამიანური ფაქტორი AI-ის ერაში