App Store Awards-ის 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია — ეფლმა 45 კანდიდატისგან შემდგარი შორტლისტიდან სულ 17 აპლიკაცია და თამაში დაასახელა და გვაჩვენა, როგორ შეუსაბამებენ დეველოპერები თავიანთ იდეებს განსხვავებულ ეკრანებსა თუ კონტექსტს.
წლის აპლიკაციები:
iPhone: Tiimo
აიფონის წლის აპლიკაციად ვიზუალური დამგეგმავი გამოცხადდა, რომელიც ინტუიციურ დიზაინს მიმართავს, რათა მიზნები ისეთ ნაბიჯებად დაჰყოს, რომელთანაც ადამიანს რეალურად გამკლავება შეეძლება. მკაფიო დიზაინს პრაქტიკულ ფუნქციებთან აწყვილებს, ადამიანებს მშვიდ გზას სთავაზობს რთული საქმეებით სავსე დღეების გადასატანად. პატარა, მიღწევად ქმედებებზე ფოკუსირდება და სწორედ ეს გამოარჩევს აიფონის სხვა აპლიკაციებს შორის.

iPad: Detail
ვიდეოების რედაქტირების პროცესში არსებულ ბარიერებს ამცირებს, პროფესიონალურ ხელსაწყოებს ხელმისაწვდომ ფორმატში გვთავაზობს.

Mac: Essayist
მწერლებს ეხმარება აკადემიური თუ კვლევაზე ორიენტირებული ნაშრომების დაწერაში. ფორმატირებას, ციტატებსა და სტრუქტურას ამარტივებს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მთავარზე ფოკუსირდნენ და არა, შაბლონების შერჩევაზე.

Apple Watch: Strava
მოძრაობას კვლავ საზოგადოებად აქცევს, რეალური დროის მონაცემების შეთავაზებით მომხმარებლებს თანმიმდევრულობაში უწყობს ხელს და მიზნების მიღწევაშიც ეხმარება.

Apple TV: HBO Max
ფილმებსა და სერიალებს მკაფიო, მარტივი სანავიგაციო ფორმატით უზიარებენ მომხმარებლებს. აპლიკაციის სიმარტივე და განლაგება კი იდეალურს ხდის სახლში სტრიმინგისთვის.

Apple Vision Pro: Explore POV
იმერსიულ, სივრცულ ვიზუალებს, შეფერხების გარეშე, სთავაზობს მომხმარებლებს.
![]()
წლის თამაშები
iPhone: Pokémon TCG Pocket
ნოსტალგიურ სამყაროს ტელეფონში სრულიად განახლებული ენერგიით აცოცხლებს, რითაც ძველი გულშემატკივრებისთვისაც რეზონანსული ხდება და ახალი მოთამაშეებისთვისაც მიმზიდველია.

iPad: DREDGE
არსებული ატმოსფეროსა და ტემპის გამო მოხვდა ამ ჩამონათვალში, აიპადზე დასამახსოვრებელ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მოწყობილობის ეკრანსაც იდეალურად ერგება.

Mac: Cyberpunk 2077: Ultimate Edition
შესრულებითა და მასშტაბით იქცევს ყურადღებას, შესანიშნავ მომენტს აღნიშნავს მაღალი დონის თამაშებში და ტექნიკური მიღწევების გამო იკავებს განსაკუთრებულ ადგილს.

Apple Vision Pro: Porta Nubi
სივრცულ თამაშებს ძირითად მექანიკად განიხილავს და სწორედ ამით გამოირჩევა სხვებისგან. თავსატეხების მსგავსი დიზაინი მოთამაშეებს უბიძგებს, ხელახლა დაფიქრდნენ, როგორ გამოიყენებენ სივრცეს, რითაც Vision Pro-ს შესაძლებლობებთან ბუნებრივად შესაბამისობაშიც მოჰყავს.

Apple Arcade: WHAT THE CLASH?
ჭკვიანურ ინტერაქციულ დიზაინში გახვეული სუფთა ქაოსის შექმნისთვის მოიპოვა ჯილდო, არაპროგნოზირებადი სცენარებითა და კომედიური ფონით პოზიციონირდა, როგორც ყველაზე მხიარული თამაში და ასე ჩამონათვალშიც მოხვდა.

გამორჩეული კულტურული გავლენის მქონე აპლიკაციები
აღნიშნული ხშირად მიგვანიშნებს იმაზე, თუ საით მიიწევს ციფრული კულტურა, წლევანდელი ჩამონათვალი კი, აი, ასე გამოიყურება:
გლობალური ველური ბუნების ილუსტრაციებს მშვიდ, ხელმისაწვდომ ფაზლებად აქცევს. აპლიკაცია ადაპტირდება მრავალფეროვან მოტორულ თუ კოგნიტიურ საჭიროებებთან.

ლინგვისტური კვლევითი თამაშია და ენის ძალას ზეიმობს, მისი ძირითადი მექანიზმი სიმბოლური დიალექტების დეკოდირებას ეხება, ამიტომაც კომუნიკაციას ფაზლად აქცევს. ამ თამაშს კულტურული დაყოფების შეერთების გამო აქებენ, აჩვენებენ, როგორ შეუძლია ურთიერთგაგებას თანამშრომლობისთვის კარის გახსნა.

მოთამაშეებს ახალგაზრდა ბიჭის ყოველდღიურ სამყაროში იწვევენ, სადაც არსებული საზოგადოება პოლიტიკურ დაძაბულობებს უმკლავდება და ეს ყველაფერი ფეხბურთის დახმარებით ხდება. თამაში ხაზს უსვამს იმაზე, თუ როგორ შეუძლია მცირე პერსონალურ მომენტებს დიდ სოციალურ ცვლილებებთან თანაარსებობა.

იმ მოხალისეების მიხედვითაა აგებული, რომლებიც მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებიან: AI ხელსაწყოებს მოიცავს, რომლებიც გარემოს აღწერს, ობიექტების იდენტიფიცირება და ყოველდღიურ ამოცანებში დახმარება შეუძლია. აპლიკაცია ადამიანურ კეთილშობილებას AI-ის პასუხისმგებლობიანად გამოყენებას შეუსაბამებს, ქმნის თანამგრძნობ, პრაქტიკულ და მასშტაბირებად სისტემას.

ფოკუსირების სესიებს გთავაზობთ, პროცესში კი ვირტუალური ქმნილებებითა თუ საკოლექციო ნივთებით გაჯილდოებთ, ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი დანაშაულის შეგრძნებიდან ცნობისმოყვარეობისკენ გადააქვს. თბილი ტონითა და ხელმისაწვდომობით დიდი გამოხმაურება მოიპოვა სტუდენტებში, ნეიროდივერგენტულ მომხმარებლებში და იმ ადამიანებში, რომლებიც ქაოტურ ციფრულ სამყაროში ჯანსაღად ფოკუსირების გზებს ეძებდა.

StoryGraph
სია მკითხველთა საზოგადოებისთვის განკუთვნილი აპლიკაციით სრულდება — ტრადიციული რეკომენდაციების ალგორითმებისგან განსხვავებით, მომხმარებლის თვითიდენტიფიკაციასა და განწყობაზე დაფუძნებულ აღმოჩენაზეა ორიენტირებული, შედეგად, კითხვის მოყვარულებს მრავალფეროვან ავტორებსა და ნაკლებად ცნობილ ნამუშევრებს უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ეფლის მხრიდან წლის აპლიკაციებისა და თამაშების დასახელებას წინ უძღოდა გუგლის მოხსენება, რომელშიც ტექნოლოგიურმა ბრენდმა თავისივე სტატისტიკა გაგვაცნო 2025 წლის საუკეთესო აპლიკაციებისა და თამაშების შესახებ.










