in

Apple სამკამერიანი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს

Apple 2019 წლის შემოდგომაზე iPhone-ის სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. iPhone-ის ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიას სამი უკანა კამერა ექნება, დანარჩენ ორ მოდელს – ორ-ორი კამერა. უცნობია რა ერქმევა iPhone-ის ახალ მოდელებს. კომპანიაში, ჯერჯერობით, ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

BOG
BOG

Apple სამი კამერის განთავსებას მოწყობილობის უკანა პანელზე, კვადრატულ ბლოკში გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალ Digit-ის მიერ მომზადებული ვიდეო გვეუბნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში Apple-მა ორჯერ შეამცირა ახალი iPhone-ის წარმოება – XR მოდელზე დაბალი მოთხოვნის გამო. ნოემბრის ბოლოს iPhone-ის მწარმოებელი 812 მილიარდი დოლარი ღირდა, 2019 წლის დასაწყისში კი მისი ღირებულება 700 მილიარდამდე შემცირდა.

2018 წელს, ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები რეკორდული იყო

რა გავლენას ახდენს მოგზაურობა ბავშვის პიროვნულ განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე