in

Apple ლაზერული 3D კამერის გამოშვებას გეგმავს

Apple iPhone-ის გაუმჯობესებას განაგრძობს და საამისოდ, გადაწყვიტა პროდუქტს უკანა კამერა განუახლოს. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია გეგმავს, მობილურის ამჟამინდელი კამერა 3D კამერით შეცვალოს, რომელიც გამოიყენებს ლაზერულ სკანერს იმისთვის, რომ გამოსახულება მაქსიმალურად რეალურად გადაიღოს. მისი მეშვეობით გაუმჯობესდება პორტრეტ-ფოტოების ხარისხიც. კამერას გამოსახულების სკანირება 4.5 მეტრ დაშორებაზე შეეძლება. ამჟამად Apple სატესტო კომპონენტების შესახებ მოლაპარაკებებს Sony-სთან აწარმოებს.

BOG
BOG

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ამ სიახლის განხორციელებას 2019 წლისთვის გეგმავდა, თუმცა, გეგმები 1 წლით გადაიდო და Apple-ის მიერ შექმნილ 3D კამერას 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ.

“პრინცესას დღიურების” მესამე ნაწილი დაანონსდა

მსოფლიო ავტობაზრის ლიდერად Volkswagen დასახელდა