13
მარ
2018

Apple ბეჭდური მედიის გამოსაწერ ციფრულ პლატფორმა Texture-ს ყიდულობს

13 მარ 2018

veon
veon


Apple ციფრულ პლატფორმა Texture-ს ყიდულობს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა კონფერენციაზე „South by Southwest Interactive“ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ Texture არის ციფრული პლატფორმა, საიდანაც, თვეში 9.99 დოლარად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 200-მდე მსოფლიო გამოცემა People, Time, National Geographic, Esquire, GQ, The Atlantic, Rolling Stone და ა.შ. გამოიწეროს.

ამჟამად Texture-ს ისეთი მსხვილი გამომცემლები ფლობენ, როგორებიცაა Condé Nast, Hearst, Meredith и Rogers Media. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინფორმაცია თუ სტატია, რომელიც ციფრულ პლატფორმაზე და, შესაბამისად, სოციალურ ქსელებში ხვდება, დეტალურად მოწმდება და ბეჭდური მედიის უმაღლესი სტანდარტებს აკმაყოფილებს.

Texture-ის შეძენა ნამდვილად არ იქნება Apple-ს პირველი მცდელობა, თავი დაიმკვიდროს და გავლენა მოიპოვოს ციფრულ მედიაში. კომპანიას უკვე აქვს Apple News app, სადაც სხვადასხვა გამოცემის სტატიებია თავმოყრილი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი Texture მისი ნაწილი გახდება, თუ ცალკემდგომ, დამოუკიდებელ პროდუქტად დარჩება. უცნობია მომავალი გარიგების სხვა დეტალებიც.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ხარისხიან ჟურნალისტიკას და იმ გამოცემებს, რომლებსაც მკითხველები ენდობიან. ამ სიახლით მათ მივცემთ საშუალებას, ამავე პრინციპით გააგრძელონ მუშაობა და მკითხველებს საკუთარი სტატიები ბევრად უფრო ლამაზ და უკეთ გაფორმებულ სივრცეში გააცნონ“, – განაცხადა Apple-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

წყარო: www.mashable.com

განხილვა