მზარდი „AI ომების“ ქარცეცხლში ამ დრომდე Apple საეჭვოდ დუმდა, რასაც ლოგიკური სიახლით არღვევს — კომპანია საკუთარ ჩეტბოტს ქმნის. გუგლისა და JAX ჩარჩოს გამოყენებით შექმნილი დიდი ენის მოდელი (LLM) Ajax-ის სახელით ჩაეშვება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეეძლება მას.
როგორც ჩანს, ტექნოლოგიურ გიგანტს მყარი გეგმები არ აქვს პოტენციური გამოყენების გზების, ამოქმედების თარიღის ან პლატფორმის თვალსაზრისით. უცნობმა წყარომ Bloomberg-თან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადება მომავალ წელს გაკეთდება — სწორედ მაშინ გააცნობენ საზოგადოებას დამატებით დეტალებს.
საგულისხმოა, რომ ინიციატივის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეფლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით დიდი იმედებით ისაუბრა… მისი თქმით, კომპანია მჭიდრო გადაკვეთას აპირებს AI-სთან.
ამჟამინდელი ინფორმაციით, პროექტს ჯონ ჯანანდრეა და კრეიკ ფედერიგი (ეფლის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის საკითხებში) ხელმძღვანელობენ. ხოლო ჯანანდრეა თავდაპირველად Siri-ს ზედამხედველობდა და მანქანური სწავლის კუთხით მის შესაძლებლობებს აფასებდა.