in

Apple-ის ტოპ AI ფუნქციები WWDC 2025-დან

რაღა თქმა უნდა, AI წლევანდელ WWDC-ზეც აქტუალური იყო, შესაბამისად, მას ყველგან შევხვდებით დაწყებული საოპერაციო სისტემით, გაგრძელებული სერვისებით და დამთავრებული ახალი Liquid Glass-ის დიზაინით. ქვემოთ კი კონკრეტულად იმ AI ხელსაწყოებსა და ფუნქციებზე გესაუბრებით, რომლებიც ეფლმა წლევანდელ კონფერენციაზე გაგვაცნო:

Visual Intelligence

AI სურათების ანალიზის ტექნოლოგიაა, რომელიც გარემოს შესახებ ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობას გთავაზობთ — შეუძლია, დაადგინოს, რომელი მცენარეა ბაღში, მოგიყვეთ კონკრეტული რესტორნის შესახებ ან გაიგოს, რომელი ბრენდის მოსაცმელი აცვია თქვენს მეგობარს. ამას კი თქვენი ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გააკეთებს, ხოლო პროცესში Google Search-ს, ChatGPT-სა და მსგავს აპლიკაციებს გამოიყენებს. ფუნქცია ხელმისაწვდომი iOS 26-ზე გახდება. 

ChatGPT Image Playground

ეს უკვე სურათების გენერირების ხელსაწყოა, ჩეტბოტის აპლიკაციის დახმარებით სურათებს ახალ სტილში დააგენერირებს, იქნება ეს ანიმე, ზეთით ხატვა თუ სხვა რამ. დამატებითი სურათების შექმნაც ჩვეულებრივ შეგიძლიათ, მოითხოვოთ. 

Workout Buddy

ქოუჩია — ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის მოდელი ვარჯიშის დროს გაგამხნევებთ და ამ დროს პერსონალური ტრენერის ხმას მიბაძავს. როცა სირბილს დაიწყებთ, Workout-ის აპლიკაციის დახმარებით მოტივაციის ასამაღლებლად  დაიწყებს საუბარს, გეტყვით, როდის გაირბინეთ ყველაზე სწრაფად და როგორია თქვენი საშუალო გულისცემა. ვარჯიშის შემდეგ კი მონაცემებს შეგიჯამებთ.

Live Translation

Messages-ში, FaceTime-სა და სატელეფონო ზარებზე Apple Intelligence ახალ Live თარგმნის ფუნქციას შემოგთავაზებთ: ტექნოლოგია ავტომატურად თარგმნის თქვენთვის სასურველ ენაზე იმას, რასაც ილაპარაკებთ. FaceTime-ის დროს მომხმარებლები Live ტიტრებს ნახავენ, ხოლო სატელეფონო ზარების შემთხვევაში ეფლი თარგმანს ხმამაღლა გააკეთებს. 

Call Screening & Hold Assist

უცხო ზარებს ავტომატურად უპასუხებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაიგონ ზარის ავტორის სახელი და მიზეზი, თუ რატომ რეკავენ. ხოლო Hold Assist თავიდან აგარიდებთ მაგალითად კლინიკაში დარეკვისას ავტომოპასუხის ლოდინს თუ რაღაც მუსიკის მოსმენას. ამ დროს სხვა საქმეების გაკეთებას შეძლებთ და როცა ოპერატორი ხელმისაწვდომი გახდება, ამას შეტყობინებით გაგაგებინებთ.

Poll in Messages

უკვე შეტყობინებებშივე იქნება გამოკითხვის ჩატარება შესაძლებელი, ამას კი Apple Intelligence საუბრის კონტექსტზე დაფუძნებით გააკეთებს — თუ ჯგუფის ჩატში განიხილავენ სად ჭამონ, Apple Intelligence მათ გამოკითხვის ჩატარებას შესთავაზებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მიზნით.

AI Shortcuts

Shortcuts-ის აპლიკაცია Apple Intelligence-ით მეტად პრაქტიკული გახდება. მაგალითად მომხმარებლებს შეუძლიათ, AI მოდელს შეჯამება მოსთხოვონ:

Contextually aware Spotlight

Mac-ის ძიების ფუნქციას მცირე განახლება შეეხო — ახლა Apple Intelligence-ს მოიცავს და ასე მისი კონტექსტური ცნობიერება უმჯობესდება. მომხმარებლებს რეკომენდაციებს მისცემს იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ხშირად ჩადიან და რჩევებს, რომლებიც არსებული ამოცანების შესასრულებლად გამოადგებათ…

Foundation Models

დაბოლოს, ეფლი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, წვდომა მიიღონ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე, Offline რეჟიმშიც კი. კომპანიამ Foundation Models-ის ჩარჩო გაგვაცნო, რომელიც დეველოპერებს მესამე მხარის აპლიკაციებში მეტი AI-ის ჩაშენებას სთავაზობს. სავარაუდოდ, ეს იმისთვისაა, რომ დეველოპერებს მეტი ახალი AI ფუნქციის შექმნისკენ უბიძგონ.

ჯეინ ბირკინის ჩანთა აუქციონზე გაიყიდება

მომენტალური სარგებელი „იდეა პანორამაში“ — შეთავაზებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ