29
Oct
2019

Apple-ის ახალი AirPods Pro 30 ოქტომბრიდან გაიყიდება

29 Oct 2019

veon
veon


რამდენიმე დღის წინ, Apple-მა ახალი AirPods Pro წარადგინა. ახალ უსადენო ყურსასმენს ხმაურის დახშობის ფუნქცია აქვს და ის Apple Store-ზე, 30 ოქტომბრიდან, 249 დოლარიდან იქნება ხელმისაწვდომი.

AirPods Pro Apple-ის პირველი უსადენო ყურსასმენია, რომელსაც ხმაურის იზოლირების ფუნქცია აქვს, ასევე, არის მდგრადი ოფლის თუ წყლის მიმართ, შესაბამისად, პრაქტიკულია ვარჯიშის მოყვარულთათვის. მას მოჰყვება სხვადასხვა ზომის სილიკონის ბალიში/თავი, იმისათვის, რომ ინდივიდუალური ყურის ფორმას იდეალურად მოერგოს. Apple-ის თქმით, AirPods Pro მუსიკის ხარისხიანად მოსმენის შესაძლებლობას გაძლევთ, რადგან გათავისუფლებთ გარემოს ხმებისგან, თუმცა, ამავდროულად, ყურსასმენს „გამჭვირვალე რეჟიმიც“ ექნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გარშემო არსებული ხმა, მაგალითად, მანქანის საყვირის ხმა გაიგოთ.

AirPods Pro-ს უსადენო დატენვის ფუნქცია აქვს და მისი დამუხტვა ხმოვანი ასისტენტისთვის – Siri გაცემული ბრძანების საფუძველზეც შეგეძლებათ. უსადენო ყურსასმენის ელემენტი 4-5 საათი ძლებს.

განხილვა