in

Apple-მა ლგბტ თემის საწინააღმდეგო აპლიკაცია დაბლოკა

Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკს App Store-დან ლგბტ თემის საწინააღმდეგო აპლიკაციების წაშლისთვის მადლობა გადაუხადეს. ამის შესახებ BBC წერს. კამპანიის მონაწილეები მოთხოვნას პეტიციის სახით ავრცელებდნენ და ამჟამად, Google-სა და Amazon-ს Apple-ის მიბაძვისკენ მოუწოდებენ.

BOG
BOG

ირკვევა, რომ Apple-ს პროგრამულმა უზრუნველყოფამ ისეთი ამერიკული რელიგიური ჯგუფის რეკლამირება გასწია, რომელიც ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა და მოუწოდებს ყველა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს, „ბიოლოგიურ გენდერს“ დაუბრუნდნენ. Apple-ის აპლიკაციების მაღაზიაში (App Store) Living Hope Ministries ხელმისაწვდომი აღარ არის. Apple-ს წესების მიხედვით, App Store-ში განთავსებული აპლიკაციები არ უნდა შეიცავდეს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ცილისმწამებლურ, ან დისკრიმინაციული ხასიათის ინფორმაციას, ან სხვა ჯგუფების უფლებების შემლახველ კონტენტს. კომპანიაში ამ თემაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ინგლისის პრინცესა ლუიზას სახელი „ნისიების რვეულში“ იპოვნეს

„ვეისტერი“ უკვე საქართველოშია