გუშინდელი კონფერენციის შემდეგ, მთელი მსოფლიო Apple-ის შერეული რეალობის ჰედსეტზე საუბრობს. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიამ არა მხოლოდ ინოვაციური მოწყობილობის შექმნაზე იზრუნა, არამედ Vision Pro დეველოპერის ნაკრების გამოშვებასაც აპირებს, რათა მსურველებმა visionOS პროგრამული უზრუნველყოფა ახალი აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენონ.

„VisionOS-ისთვის სხვადასხვა კატეგორიის აპლიკაციისა და თამაშების შესანიშნავი იდეების მხარდასაჭერად, ხელმისაწვდომი იქნება პროგრამული ნაკრები. ასე დეველოპერები შეძლებენ, ნებისმიერი კრეატიული სურვილი უშუალოდ ჰედსეტისთვის გააცოცხლონ“, — აცხადებს ეფლი.

სხვა გადაწყვეტილებები მოიცავს visionOS სიმულატორს Xcode-ში, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. ამ უკანასკნელის გამოყენება კი ახალი ოპერაციული სისტემების შესასწავლად და აპლიკაციების შექმნის ტექნიკების დასაუფლებლად შეიძლება.
რაც შეეხება ზემოხსენებულ პროგრამულ კომპლექტებს, Apple-ში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, სავარაუდოდ, დეველოპერები უახლოეს კვირებში შეძლებენ წვდომის მიღებას — უბრალოდ, შეზღუდული რაოდენობით.












