in

Apple-მა გაფართოებული რეალობის პროდუქტი სერიალ For All Mankind-თან დააკავშირა

ის სიუჟეტურად ნაკლებად განვითარებული ამბების გადმოცემის საშუალებაა

veon
veon

“მთელი კაცობრიობისთვის” (For All Mankind) – ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ალტერნატიული რეალობის შესახებ მოგვითხრობს – რა მოხდებოდა, სახელმწიფოებს კოსმოსის ათვისებისათვის ბრძოლა რომ არ შეეწყვიტათ? მაყურებელმა სერიალის პირველი სეზონი 2019 წელს იხილა, ახლა კი მეორე სეზონის თრეილერი Apple TV-მ გამოაქვეყნა და როგორც ჩანს, პრემიერა Apple TV+ -ზე 19 თებერვალს ვიხილავთ.

Apple-მა ახალ სეზონში მის მიერ ახლად შექმნილი, გაფართოებული რეალობის (AR) პროდუქტი “დროის კაფსულა” გამოიყენა და უშუალოდ ალტერნატიული სამყაროს სცენართან დააკავშირა – აპლიკაცია სერიალის გულშემატკივრებს დაეხმარება, მისი ნარატივი სრულად გაიგონ, ის მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოიცავს Apple TV+ -ის ერთ-ერთი ყველაზე რთული შოუს შესახებ.

მეორე სეზონის პირველი სერია 1969 წელს მთვარზე რუსი კოსმონავტის პირველი ნაბიჯებით იწყება, რომელმაც ორი კვირით ნაკლებ დროში დაამარცხა ამერიკელი კონკურენტები და ამას მოყვება 10 წლიანი კაცობრიობის გამოგონილი, ალტერნატიული რეალობა, თუმცა სიუჟეტში ბევრი ნაკლებად განვითარებული ამბავი გვხვდება. სერიალის ასეთმა გადაწყვეტამ აპლიკაციას ძალიან ბევრი საინტერესო სიუჟეტური დეტალის შესწავლისა და თავად წარმოდგენის საშუალება მისცა.

როგორც სერიალის შემქნელები ამბობენ, მათთვის აშკარა იყო გაფართოებული რეალობის არსებობის აუცილებლობა, თუმცა დიდხანს ფიქრობდნენ, რა როლი უნდა შეესრულებინა მას. შედეგად კი “დროის კაფსულას” იდეალური დატვირთვა მოუძებნეს – ის არის სერიალში უთქმელი, სიუჟეტურად ნაკლებად განვითარებული ამბების გადმოცემის საშუალება. “სასიამოვნოა, როდესაც შეგვიძლია, მაყურებელს ერთგვარი “სრული საკვები” მივაწოდოთ. თანაც, ეს შესაძლოა, სერიალის სახალისო კომპონენტად იქცეს” – ამბობს სერიალის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი, რონ მური.

ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენად ხშირ პრაქტიკად იქცევა Apple-ისთვის გაფართოებული რეალობის შოეუბთან სინთეზირება. ასვე, კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა გაფართოებული რეალობის სხვა ინიციატივები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი 

როგორ გავხადოთ სხვასთან საუბარი უფრო შინაარსიანი