10
Oct
2017

Apple AR-ით აღჭურვილი სათამაშო დათუნია Parker-ის რეალიზატორი გახდა

10 Oct 2017

veon
veon


Apple-ს არ დაუსვამს კითხვა, თუ „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი”, თუმცა, ახლახან, AR-ით (Augmented Reality) აღჭურვილი სათამაშო დათუნიას რეალიზატორი გახდა. კომპანია Seedling-ის მიერ წარმოებული საბავშვო პროდუქტი გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას.

სათამაშო „პარკერისა“ და მისი ხის აქსესუარების გამოყენებით, ბავშვებს შეუძლიათ „უმკურნალონ” დათუნიას, როცა ის ავად იქნება. მკურნალობის მიზნით, შეუძლიათ გადაიღონ რენტგენი და გაუზომონ სათამაშოს ტემპერატურა. წარმატებულ მკურნალობას განსაზღვრავს დათუნიას „ბედნიერების დონე“, მისი ბედნიერების განცდა კი ამარაგებს ბავშვებს შთამბეჭდავი, დამატებითი რეალობის ეფექტებით. აპლიკაცია ასევე უზრუნველყოფს პატარებს საგანმანათლებლო თავსატეხებითა და თამაშებით, რომელიც უვითარებს მათ პრობლემის გადაჭრისა და ციფრულ უნარებს. ის განკუთვნილია 3 წლიდან ბავშვებისთვის და უყალიბებს მათ ჯანსაღ დამოკიდებულებას ავადმყოფობისა და მისი მკურნალობის აუცილებლობის შესახებ.

„Parker არის მთლიანად რბილი და ხაოიანი. ბატარეისა და Wi-Fi-ს, ასევე, კამერის გარეშე. უნდა გადმოწერო Parker App და ახლიდან წარმოიდგინო სამყარო შენ გარშემო” -ამბობენ Seedling-ში.

„პარკერი“ ხელმისაწვდომია Seedling-სა და Apple-ზე, 59.99 დოლარად.

განხილვა